წაგება არასოდესაა სასიამოვნო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი საკონტროლო შეხვედრებში შედეგს დიდ ყურადღებას არ აქცევს, მისთვის მთავარი გუნდის ოფიციალური მატჩებისთვის მომზადებაა. მით უმეტეს, სლოვენიაში ჩვენი ნაკრები გაფართოებული შემადგენლობითაა და მწვრთნელს ახალი მოთამაშეების საქმეში ხილვა სჭირდება.
აქედან გამომდინარე, ბოსნიასთან წაგება სულაც არ არის ტრაგედია, თუმცა შეხვედრა ისე მიმდინარეობდა, მოგება რეალური იყო. პირველი მეოთხედი 22:20 მოვიგეთ, ხოლო მეოთხე რაუნდის წინ ორი
სწორედ მეოთხე პერიოდში "დამშრალმა შეტევამ" განაპირობა საქართველოს ნაკრების მარცხი - ბოლო ათ წუთში მხოლოდ 5 ქულა ჩავაგდეთ. ბოსნიელებმა კი 18 მიითვალეს და წინა დღისით წაგების გამო რევანშიც გამოუვიდათ.
ჩვენი გუნდი სლოვენიაში 9 აგვისტომდე დარჩება, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდება და მზადებას თბილისის მერიის თასისთვის განაგრძობს, რომელზეც ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად იტალია საბრძოლო შემადგენლობით წარდგება.
"სკუადრა აძურას" შემადგენლობაში NBA-ს ოთხი კალათბურთელი ითამაშებს - დანილო გალინარი, მარკო ბელინელი, ანდრეა ბარნიანი და ლუიჯი დატომე.
ამხანაგური მატჩი
6 აგვისტო
პოდჩეტრტეკი, სლოვენია
საქართველო-ბოსნია 67:82
22:20, 22:26, 18:18, 5:18