საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

AutoSharing Option
ორდღიანი ორჯერადი ვარჯიშის შემდეგ იგორ კოკოშკოვმა ნაკრების წევრებს გრაფიკი შეუმსუბუქა და 25 აგვისტოს მხოლოდ ერთი - საღამოს ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიში ჩვეულად, დატვირთული გრაფიკით ჩატარდა.

სანამ იგორ კოკოშკოვი კალათბურთელებს კომბინაციებს დაამუშავებინებდა, მძლეოსნობის მწვრთნელმა ავთო ბერიძემ ფიზიკური ვარჯიშები ჩაატარა. ნაკრების წევრები ხანგრძლივი ვარჯიშისთვის მოითელნენ, რის შემდეგაც კოკოშკოვი პირდაპირ სათამაშო კომპონენტების დამუშავებაზე გადავიდა.

ყველაფერი ტრადიციისამებრ ჩატარდა. სიახლე, თანაც სასიხარულო ის იყო, რომ თორნიკე შენგელია მსუბუქი ვარჯიშიდან სტანდარტულზე გადავიდა და იმ კომბინაციების გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც იგორ კოკოშკოვი არჩევს.

შენგელიამ ხორვატიის ქალაქ ზაბოკში ტრავმირებულ
კუნთზე დიაგნოსტიკა ჩაიტარა და საბედნიეროდ, ექიმების დასკვნა დადებითი იყო. ახალგაზრდა ფორვარდს არავითარი დაზიანების კვალი აღარ აქვს და ის მზადაა, ვარჯიში ჩვეულ რიტმში დაიწყოს.

ითამაშებს თუ არა თორნიკე შენგელია იტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს საკითხი, სავარაუდოდ, ტურნირის დაწყების დღეს გადაწყდება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული