საქართველოს ნაკრებმა მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა

AutoSharing Option
30 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა იტალიის საერთაშორისო ტურნირზე ბოლო მატჩი ამერიკულ მიჩიგანის უნივერსიტეტთან გამართა და 71:70 იმარჯვა.

I ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა 37:29 მოიგო, პირველ ნახევარში ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო 12 ქულით.

ჩვენი გუნდის უპირატესობა 12 ქულამდეც ავიდა, თუმცა ბოლო წამებზე ამერიკელები წამოგვეწივნენ და როცა ვიქტორ სანიკიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, გამარჯვების შანსიც მიეცათ, მაგრამ შორი მანძილიდან ნატყორცნი სამქულიანი მიზანს აცდა - 71:70 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო 18 ქულით, 12-12 ქულა ზაზა ფაჩულიას და მანუჩარ
მარკოიშვილის
ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა წინა ორი მატჩი დათმო: იტალიასთან - 90:91 და რუსეთთან 69:81.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისტორიული გამარჯვება!!!
tim147
22:01 30-08-2015
0
მთავარია ევრობაკეტზე მესამე თუ არა მეოთხეზე მაინც გახვიდეთ და არ დავეძებ ამ ჩაგდებულ თამაშს )) აი რუსეთთან კი არ გეკადრებათ რაც გააკეთეთ!
svani_7
22:54 30-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული