საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა საბოლოო გადაწყვეტილება ტრიესტეს ტურნირის დასრულების შემდეგ მიიღო - საქართველოში მოემგზავრებიან გამთამაშებელი ოთარ ფხაკაძე და ცენტრი გიორგი შარაბიძე.
აი, 12-კაციანი განაცხადიც:
ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, ჯეიკობ პულენი, ბექა ბურჯანაძე, ბესიკ ლეჟავა, ნიკა მეტრეველი, თორნიკე შენგელია, ლევან ფაცაცია და დუდა სანაძე.
გუშინ, 31 აგვისტოს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა დასვენება გამოაცხადა. კალათბურთელებს რთული მატჩების შემდეგ
30-ში, მიჩიგანის კოლეჯთან თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდი ტრიესტეს სასტუმრო "სან როკოში" დაბრუნდა, სადაც სასლოვენიედ გამზადებული ავტობუსი დახვდა. დაახლოებით სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკს მიადგა, რომელიც მშვენიერ ადგილასაა გაშენებული, ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული.
რუკას თუ დავხედავთ, პოდჩეტრტეკთან ახლოს აგვისტოს ყველაზე აქტუალურ დასახელებას მოვკრავთ თვალს - ზაგრები. სწორედ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი. ამ ქალაქში ჩვენი გუნდი 3 სექტემბერს გაემგზავრება, 5-დან კი დიდი ბრძოლებია...
ნაკრები პოდჩეტრტეკის კომპლექს "ტერმე ოლიმიას" დარბაზში ვარჯიშებს დღეს, 1-ელ სექტემბერს განაახლებს.
ვაჟა სიმონიშვილი პოდჩეტრტეკიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"