"ჰოლანდიელებმა შესარჩევ ეტაპზე უკან მოიტოვეს ჩერნოგორია. ეს ფაქტი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ "ნარინჯისფრებთან" მატჩისთვის სერიოზული მიდგომაა საჭირო. იგი შესარჩევის ყველაზე "დაცვითი" გუნდი იყო, არც თვითონ აგდებდა ბევრს და მოწინააღმდეგეებსაც საშუალოდ 62 ქულაზე მეტს არ აგდებინებდა. თუმცა, რამდენად შეძლებს ჰოლანდია დაცვაში ასევე მტკიცედ დგომას ევრობასკეტზე, ძნელი სათქმელია.
1989 წლის შემდეგ "ნარინჯისფრები" ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდნენ, შედარებით ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ და ევრობასკეტის ნიუანსები ქართველ კალათბურთელებზე უკეთ
ჩვენი გუნდი ხომ ზედიზედ მესამედ იასპარეზებს ამ შეჯიბრებაში. ასეთ დონეზე კი გამოცდილება ბევრს ნიშნავს. ეს ფაქტორი ჩვენს პლუსად უნდა იქცეს", - თქვა ლეჟავამ.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"