ევრობასკეტი: 2015: საქართველო ჰოლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფურ ეტპაზე პირველი შეხვედრა ჰოლანდიასთან გამართა.

პირველი მეოთხედი ფრედ ანგარიშით 17:17 დასრულდა. ხოლო მეორე მეოთხედი ქართველებმა ანგარიშით 9:19 დათმეს.

საბოლოოდ პირველი ტაიმი ჰოლანდიელების გამარჯვებით ანგარიშით 36:26 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერც მესამე მეოთხედის მოგება შეძლო - 22:22.

მეოთხე მეოთხედში სიტუაცია უკვე ჩვენს სასარგებლოდ შეიცავალა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ქართველებმა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ 72:73 დამარცხდნენ.

ევრობასკეტი 2015. ზაგრები. 5 სექტემბერი
საქართველო-ჰოლანდია 72:73
17:17, 9:19, 22:22, 24:15
საქართველო: ცინცაძე 8, მარკოიშვილი 11, სანიკიძე 1 ქულა, 9 მოხსნა, შენგელია
16 ქულა, 8 მოხსნა, ფაჩულია 16; პულენი 7, ერმადინი 2, სანაძე 11, ფაცაცია, ბურჯანაძე

ჰოლანდია: კლოუფი 22, უორტი დე იონგი 16, ნორელი 8, სმულდერსი 8, ხერაზი 2, აკერბუმი 5, შაფტენაარი 6, ნიკოლად დე იონგი 4, სლაგტერი 2

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სლოვენიას 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

ჯგუფის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

მაკედონია-საბერძნეთი 65:85
ხორვატია-სლოვენია 80:73

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
იგორ კოკოშკოვსა და ჯეიკობ პულენს მადლობა გადავუხადოთ და მივაბრძანოთ ნაკრებიდან. დარწმუნებული ვარ ამ თაობას კარგი მწვრთნელის და ლეგიონერის პირობებში მეტის მიღწევა შეუძლია.
georgiano
07 სექტემბერი 2015 17:43
0
ეს ნაკრები გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ჩვენია...მადლობა ბიჭებს თამაშისთვის,ყველა მატჩი რომ წააგონ მაინც საამაყო ნაკრები იქნება...კოკოშკოვი ბევრს ცოდავს, მაგრამ იმდენი აქვს გაკეთებული ქართული კალათბურთისთვის ლანდღვას არ იმსახურებს...
გიგა
06 სექტემბერი 2015 18:44
0
ასეთი უსუსურობა არ შეიძლება მთელი ქვეყანა გიყურებთ და ნერვიულობს!!!!!!
222
06 სექტემბერი 2015 14:01
0
როცა ნატურალიზებულ კალათბურთელს ვიყვანთ უნდა იყოს ისეთი რომ ჩვენ ქართველ კალათბურთელებზე ერთი სამჯერ და უფრო მეტით ძლიერი პულენი კი არაა დაბალი დონის კალათბურთელი მაგრამ არც არაფრით ჯობია ქართველებს ამიტომ ფულს რახან არ ვზოგავთ კალათბურთელიც უცხოელიც ძალიან ძლიერი ჩამოვიყვანოთ თუ ეს არ შეგვიძლია ქართველი ვათამაშოთ და ის დაზოგილი ფული ქართველებზე დავხარჯოთ რა მნიშვნელობაა ასეთი თამაშით წარმატება მაინც არ იქნება და მარტო მონაწილეობა ევრობასკეტზე დიდი ვერაფერი შეღავათია ჩვენ გულშემატკივრებს მხოლოდ მოგება და წარმაებული თამაში გვაინტერესებს ჰოლანდიათან კი თამაშობდა უსუსური საქართველოს ნაკრები რომელმაც მეოთხე მეოთხედში გამოაწორა თამაში მაგრამ სამარცხვინოდ წააგო მერე ამას რომ არ გამოესწორებინად გონია ის ჯობდა ამდენს არ ვინერვიულებდი
ემზარი
06 სექტემბერი 2015 07:52
0
ჰოლანდია კი არაა დაბალანსებული,ჩვენ ვართ ჩასვრილი ... მოსამზადებელ პერიოდში ეტყობოდათ ცინცაძე,ბურჯანაძე,ფაცაცია რისი მაქნისებიც იყვნენ ! ყოჩაღ " გაწონასწორებულო"(რატომ მოგწონთ მისი უემოციობა არ მესმის?! ) კოკოშკოვო !!! ცქიტიშვილი დატოვა და ბურჯანაძე-ფაცაცია-მეტრეველი წაიყვანა ! ისე,ცნობისთვის ცქიტიშვილი არაა ჩემი მამიდაშვილ-ბიძაშვილი და იმიტომ არ ვამბობ !!! არ დაიწყოთ ეხლა სად მეტრეველის პოზიცია და ცქიტიშვილიო ! 3-4-5 მეტნაკლები წარმატებით შეეძლო ეთამაშა შეეძლო ცქიტიშვილს .1 ნომერზე ჰო საერთოდ ზედმეტია საუბარი, მქკ 0% ! ინერციით მივდივართ და დეპოში ვართ უკვე მიშა(გაბრიჩიძე) და იგორა ბიძია !!!
Paata
06 სექტემბერი 2015 03:28
0
ვინც ტოტალიზატორზე თამაშობთ, დადეთ ჩვენი ნაკრების წაგებებზე შემდეგ თამაშებში და ფულს მაინც მოიგებთ. გუნდი აბსოლტურად მოუმზადებელია ჩემპიონატისთვის, ტყუილად ნერვებს ნუ მოიშლით.
gogig
06 სექტემბერი 2015 00:14
0
ბოლო წუთნახევარში გუნდი იგებდა 4 ქულას,ბურთი ჩვენ გვქონდა, ჯერ პულენმა დაკარგა ბურთი,რის შემდეგაც მივიღეთ სამქულიანი,ხოლო შემდეგ ფაჩულიამ და მივიღეთ ორ ქულიანი.ამ ორმა წააგო ეს უკვე მოგებული თამაში.სად "იპოვეს" პულენი საინტერესოა.
merabi
05 სექტემბერი 2015 21:27
0
აბა ჰოლანდია აუცაიდერიაო?ვინც ეგ ფურცელზე დაგიწერად და შეცდომაში შეგიყვანათ, ეგ წაგებაც იმის ბრალია,მოგატყუათ,თქვენ არაფერ შუაში ხართ!
zaza
05 სექტემბერი 2015 20:38
0
ეს წაგება სრულიად კოკოშკოვის დამსახურებაა ბოლოს ძაან ცუდი ტაკტიკა აირჩია
lova
05 სექტემბერი 2015 19:51
0
უსუსური თამაში შემოგვთავაზა ჩვენმა ნაკრებმა! ეს არ ჰგავდა პროფესიონალების თამაშს! საერთოდ პულენი რისთვის ჰყავთ ნაკრებში, მაგაზე უკეთესი ვერავინ მოძებნეს?! მეტ თამაშს აღარც ვუყურებ-ნერვების წყვეტაა!!!
გაწბილებული
05 სექტემბერი 2015 19:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული