იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებების მატჩის შემდეგ ევრობასკეტი 2015-ზე გუნდის მწვრთნელებმა შეხვედრა შეფასეს.


იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ამ მატჩისთვის ვემზადებოდით, ვიცოდით, რომ ჰოლანდია იყო მეტად სახიფათო მეტოქე და ეს თამაშმაც გამოაჩინა. ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა".

ვან ჰელფტერენი, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ჩვენი გუნდის სიძლიერე დაცვითი თამაშია. არ გვაწყობს ისეთი ყაიდის მატჩები, რომელშიც ბევრი ქულა ვარდება, რადგან შეტევით თამაშში მეტოქეს ვერ ავყვებით. დღეს კარგი დაცვა ვითმაშეთ, მაგრამ ბოლო
წუთებზე ყველაფერი წყალში გვეყრებოდა, თუმცა იღბალმა გადმოგვხედა და ის შრომა დაგვიფასდა, რაც საწყიდსი 3 პერიოდის მანძილზე გავწიეთ. ბოლოს არაერთი ისეთი ბურთი ჩავაგდეთ, რომ თავისუფლად შეიძლებოდა აგვეცილებინა და მატჩი წაგებული იყო".

შეხვედრის შემდეგ კომენტარები თორნიკე შენგელიამ და ჯეიკობ პულენმაც გააკეთეს.

თორნიკე შენგელია: "მატჩის წინ ვთქვით, რომ სხვაობა ან ჩვენი, ანე მეტოქის სასარგებლოდ დიდი რომ ყოფილიყო, გადაწყვეტილად არაფერი ჩაგვეთვალა. ამის წყალობითაც, სხვაობა აღმოფხვერით და მოგებასთან ახლოს ვიყავით. ცუდი იყო, რომ პირველ ტაიმში სასურველ დონეზე ვერ გამოვიყურებოდით. ამან მატჩს თავისი დაღი დაასვა. ყველაფრის მიუხედავად, თავის დახრის დრო არაა. მომდევნო მატჩებშიც უნდა ვიბრძოლოთ".

ჯეიკობ პულენი: "მეტოქემ ძლიერად ითამაშა. ეტყობოდათ, რომ კარგად იყვნენ მომზადებულნი და ალბათ, მაქსიმუმი გააკეთეს. დასკვნით მეოთხედში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა, მცირედი დაგვაკლდა. მანუს რომ ჩაეგდო, ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა... ძალიან საწყენია. მარცხის მიზეზი ის იყო, მატჩი ძალიან მძიმედ დავიწყეთ. ჰოლანდიისთვის დიდი უპირატესობით წინ გასვლის საშუალება არ უნდა მიგვეცა. ბოლოსკენ, იღბალიც მათ მხარეს იყო".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
10 კი არა 8 წუთი ითამაშეს და ბოლო 2 წუთში და...დნენ,როგორც მთელ დანარჩენ თამაშში. ცინცაძე სერიოზული"ტორმუზი" (არა მუხრუჭი) იყო.შეტევის 24 წამიდან8-ს ანდომებდა გუნდი ბურთის გადატანას მეტოქის ნახევარზე.ასე თამაშს ვერავის მოუგებ. საერთოდაც მთელი გუნდი,იმ 8 წუთის გარდა,ჟელეში ჩაგდებულივით დაიზლაზნებოდა. თუ ცოტა სისწრაფის მომატება არ იკადრეს "არისტოკრატებმა" სერიოზულად შევრცხვებით ამ ევრობასკეტზე.
ნუკრი
17:40 06-09-2015
0
ჰოლანდიას რომ ვერ მოუგებ აბა ვიღას უნდა მოუგო.
kaxi
20:04 06-09-2015
0

სიახლეები პოპულარული