საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა ევრობასკეტზე. ამჯერად, ჩვენი მეტოქე სლოვენია იყო, რომელთანაც იგორ კოკოშკოვის გუნდი დამარცხდა 68:79.

პირველ მეოთხედში თითქმის თანაბარი თამაში იყო, სლოვენიან 17:13 იმარჯვა. მეორე მეოთხედში კი სლოვენიელთა უპირატესობა აშკარა გახდა, გუნდმა მეოთხედი 11 ქულით მოიგო და ტაიმში 41:26 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიამ პირველივე ტაიმში მიიღო 4 პერსონალური შენიშვნა.

ქართველთაგან საიკეთესო პირველ ტაიმში თორნიკე შენგელია იყო 8 ქულით.

მესამე მეოთხედი შედარებით თანაბარი გამოდგა - 24:22 სლოვენიელთა სასარგებლოდ. ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე უკეთ ბოლო მეოთხედი ითამაშა,
როცა 6 ქულის სხვაობით იმარჯვა, მაგრამ საბოლოოდ იგორ კოკოშკოვის გუნდი 11 ქულის სხვაობით დამარცხდა - 68:79.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო შენგელია იყო 21 ქულით, 11-11 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჰოლანდიასთან 72:73 დამარცხდა.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს გამართავს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს შედეგი რომ გვექნებოდა არ ჩანდა აქამდე ?.ჩვენი ნაკრების შედეგი ძირითადად მხოლოდ ინდივიდუალიზმზე იყო დამოკიდებული. კოკოშკოვმა დიდი ხანია ამოწურა თავი და გუნდი წინ არ მიდის საერთოდ, პირიქით ასაკი მოემატათ და ვეღარ ქაჩავენ მთელ თამაშს, ახალი სისხლი კი არ ჩანს. მეორე ხუთეული ფაქტიურად არ გვყავს და რა შედეგზეა საუბარი. ტაქტიკუარად კი არც მანამდე ვბრწყინავდით, ეს პულენი კი ცალკე თემაა საერთოდ.
levani
14:47 07-09-2015
0
Kოკოსკოვი ტუ გვეკოლება შUლ ასე იკნება.ამოცურა Aმ კაცმა ტავის თAვი, უკეტესია საცირო
Gela
10:42 07-09-2015
0

სიახლეები პოპულარული