09:49 07-09-2015
სლოვენია-საქართველო 79:68 - მარცხიანი სტარტი, თუმცა შანსი არის [VIDEO]
AutoSharing Option
კიდევ ერთი საინტერესო პარალელი: 2011-ში სლოვენიელებმა ჩვენთან მატჩში 15 სამქულიანის რეალიზება მოახერხეს, 2013-ში - 9-ის, გუშინდელ მატჩში - 11-ის. სამივე შემთხვევაში სწორედ სამქულიანები იქცა საქართველოს ნაკრების მარცხის მთავარ მიზეზად. ამჯერად სამი პერიოდის შემდეგ მეტოქეს 19 მცდელობიდან 11 სამქულიანი ჰქონდა გამოყენებული (58%), საქართველომ კი 40 წუთში 20 შორეული ტყორცნა შეასრულა და მხოლოდ 3 ჩააგდო.
ჩვენს მეტოქეს სწორი გათვლა ჰქონდა, ფარქვეშ საქართველოს ვერ აჯობებდა და ამიტომაც გააკეთა აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე. როცა საამისოდ წინასწარ ხარ მომზადებული, გამოგივა კიდეც. გამოუვიდა 30 წუთის განმავლობაში და მეოთხე პერიოდის წინ 17 ქულით დაწინაურდა.
ასეთ უპირატესობას სლოვენიის მსგავსი გუნდი ხელიდან არ გაუშვებს, თუმცა მეოთხე რაუნდში საქართველოს ნაკრები გაცილებით აგრესიული დაცვით დაუხვდა სლოვენიელებს და არც შეტევაში აყოვნებდა - სწრაფი, ინდივიდუალური გარღვევებით მეტოქის დაცვას კარგად ჭრიდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 21-დან 9 ქულა მეოთხე რაუნდში ჩააგდო.
საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა -22-დან -8 ქულამდე დავიყვანეთ, მაგრამ წაგებას თავი მაინც ვერ დავაღწიეთ.
- პრესკონფერენციისას მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის მისამართით დაისვა შეკითხვა - მეოთხე პერიოდში სწრაფი, ინდივიდუალური გარღვევებით სოლიდური ჩამორჩენა შევამცირეთ, ასეთი ტიპის თამაშზე აქცენტის გაკეთებას მომავალ მატჩებში ხომ არ აპირებთო. მწვრთნელის პასუხი ასეთი იყო:
"სწრაფი გარღვევები ბოლოს მართლაც კარგად გამოგვივიდა, მაგრამ ეს ჩვენი დაცვის დამსახურება იყო. როცა დაცვაში მჭიდროდ თამაშობ და მეტოქეს შეცდომებსაც აშვებინებ, სწრაფი შეტევის საშუალებაც თავისთავად ჩნდება.
ასე რომ, მომავალ მატჩებში დაცვაში თამაშის გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა ექნება, ჩვენ ხომ ჯგუფის ფავორიტებთან, საბერძნეთთან, ხორვატიასთან და უშუალო კონკურენტ მაკედონიასთან დაგვრჩა შეხვედრები".
ევრობასკეტი 2015. C ჯგუფი. II ტური
ზაგრები, ხორვატია
6 სექტემბერი, 3890 მაყურებელი
სლოვენია-საქართველო 79:68
17:13, 24:13, 24:22, 14:20
მსაჯები: სერხიო სილვა (პორტუგალია), გენტაინ ჩიჩი (ალბანეთი), პეტრი მანტილა (ფინეთი)
ა გ მ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 2 0 157-135 4
2. ხორვატია 1 1 150-145 3
3. სლოვენია 1 1 152-148 3
4. ჰოლანდია 1 1 144-150 3
5. მაკედონია 1 1 143-156 3
6. საქართველო 0 2 140-152 2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ტრენერი არ არის სსაერტიდ
0
0
უკვე დაბერდა სასტავი მეტი აღარ შეუძლიათ ახალი თაობა კი არ გვყავს ისეთი დონის რო ჩაანაცვლოს ესენი... არც მაკედონიასთან არ მაქვს იმედი რო რამეს შეცვლიან, ალბათ სამწუხაროდ კიდევ დამარცხდებიან, გული მაქვს გახეთქილი მაგათ შემყურე.. კაროჩე პულენის ჩამომყვანი ხო საერთოდ უნდა გააგდო საკალათბურთო სფეროდან
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული