ევრობასკეტი 2015: საქართველოს ნაკრებმა მაკედონია დაამარცხა

AutoSharing Option
9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე შეხვედრა გამართა, ჩვენი მეტოქე მაკედონიის ნაკრები იყო და 90:75 მოუგო.

ეს მატჩი იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ჩვენს გუნდს აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა და თანაც გარკვეული პირობებით, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი ჰქონოდა.

I მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა უკეთ დაიწყო, 19:5-საც იგებდა, თუმცა მეოთხედის მიწურულს ჩვენების უპირატესობისგან მხოლოდ 3 ქულა დარჩა - 21:18.

პირველი ტაიმი გიორგი ცინცაძის ეფექტური სამქულიანით დასრულდა - 48:37.

მესამე მეოთხედის შემდეგ ქართველთა უპირატესობა 16-ქულიანი გახდა - 71:55.

საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე არ გაუშვა
უდიდესი უპირატესობა და ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - 90:75.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო - 23 ქულითა და 14 მოხსნით.

მანუჩარ მარკოიშვილმა 18 ქულა ჩააგდო, თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 15 ქულაა, ხოლო გიორგი ცინცაძემ 12 ქულას 6 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

მოგვიანებით, ჰოლანდიის ნაკრები ხორვატიის გუნდს ხვდება და თუ დამარცხდება, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

10 სექტემბერს C ჯგუფში ბოლო ტურის მატჩებია: საქართველოს ნაკრები ხორვატიას 20:00-ზე დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ჯგუფიდან გავა იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდია ვერ მოუგებს საბერძნეთს და მაკედონია ვერ მოუგებს სლოვენიას. ჩვენი კონკურენტების მარცხის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების თამაშის შედეგს მნიშვნელობა არა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ra yvelam chaiwyvitet xma?araperia satqmeli?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული