საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის მასპინძელ ხორვატიას მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჯგუფის მასპინძელ ხორვატიასთან გამართა და მეტოქე მისივე 8 ათასამდე გულშემატკივრის თვალწინ, 71:58 გაიმარჯვა.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა გუნდმა მეოთხედი 14:13 მოიგო. მეორე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე იოლი ბურთი ვერ ჩააგდეს ფარქვეშიდან და შედეგად, მასპინძლებმა მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, ტაიმი კი სამით - 28:25.

მესამე მეოთხედი ისევ იგორ კოკოშკოვის გუნდის უპირატესობით წარიმართა - ჩვენებმა 22:16 იმარჯვეს და ბოლო მეოთხედის წინ საქართველო 47:44 დაწინაურდა.

ბოლო მეოთხედი საქართველოს ნაკრებისთვის
ამ ტურნირზე საუკეთესო იყო, ჩვენმა გუნდმა საბოლოოდ თამაში 71:58 მოიგო, ანუ 13 ქულის სხვაობით.

12-12 ქულა ზაზა ფაჩულიამ, ვიქტორ სანიკიძემ და დუდა სანაძემ მოიპოვეს. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი კი ლუკა ზორიჩს ჰქონდა - 16 ქულა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი ორი მოგებითა და სამი მარცხით დაასრულა.

23:00 საათზე ჰოლანდიის ნაკრები საბერძნეთს ეთამაშება. თუკი ჰოლანდია დამარცხდება, რაც მოსალოდნელია, საქართველოს ნაკრები პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევრობასკეტს დაემშვიდობება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
უმაგრესი გრძნობაა!!!!
დიდი მადლობა ბიჭებს!!!
daviti
22:08 10-09-2015
0
კარგები იყვნენ!თუ ვერ გავლენ მაინც იმედია რომ კალათბურთი გვაქვს!
თედო
22:14 10-09-2015
0

სიახლეები პოპულარული