საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვასთან მატჩისთვის ემზადება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალისთვის ემზადება, რომელსც იგორ კოკოშკოვის გუნდი ლიტვის ნაკრებთან 13 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე გამართავს.

საქართველოს ნაკრები ამჟამად საფრანგეთის ქალაქ ლილშია დაბანაკებული. საფრანგეთში ხორვატიიდან გადასულმა ქართველმა კალათბურთელებმა პიერ მაროს სახელობის სტადიონზე 11 სექტემბერს, გვიან ღამით ივარჯიშეს.

ცნობისთვის, ევრობასკეტის მერვედფინალური შეხვედრები სწორედ ამ არენაზე გაიმართება. სტადიონი 27 ათასს მაყურებელს იტევს და ის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული არენაა მსოფლიოში.

ქართველებს პიერ მაროს სახელობის სტადიონზე სავარჯიშოდ 45 წუთი ჰქონდათ გამოყოფილი. იგორ კოკოშკოვმა გუნდი ძირითადად კომბინაციებსა და ფარში
სროლებზე ავარჯიშა.

საქართველოს ნაკრებში ამაღლებული განწყობაა. ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან გამარჯვებისა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ გუნდის წევრები იმედიანად არიან და ლიტვასთან თამაშს მოუთმენლად ელიან.

ევრობასკეტის 4 მერვედფინალური წყვილი დღეს, 12 სექტემბერს ითამაშებს, ხოლო დანარჩენები - 13-ში.

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2015: მერვედფინალური ეტაპის კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხორვატიასე სლიერი დაცვა ბიჰებო
შოთა გუგეშაშვილი
12:36 12-09-2015
0
მართლა ძლიან ლამაზი დარბაზია.ნბა-ში ბევრი არ იქნება მსგსვსი.
კახა
13:12 12-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული