საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტს დაემშვიდობა

AutoSharing Option
13 სექტემბერს ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვას შეხვდა და 81:85 წააგო.

პირველი მეოთხედი იგორ კოკოშკოვის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და 20:17 მოიგო. მეორე მეოთხედი ლიტვამ მოიგო 22:20, მაგრამ ტაიმი მაინც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - 40:39.

მესამე მეოთხედი 22:22 დასრულდა. ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუჭირდა, თორნიკე შენგელიამ 5 პერსონალური ჯარიმის გამო დატოვა მოედანი. შემდეგ 5 ფოლი გიორგი ცინცაძემ მიიღო.

ლიტვის ნაკრებმა ბოლო მეოთხედი 23:19 მოიგო და თამაშშიც გამარჯვებული დარჩა - 85:81. ლიტვის ნაკრები მეოთხედფინალში იტალიას შეხვდება, საქართველოს ნაკრებისთვის კი
ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო 23 ქულით და 7 მოხსნით. ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნაა, ხოლო ჯეიკობ პულენმა 12 ქულა ჩააგდო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ ბიჭებო, მაგრები ხართ. პ.ს გუშინ ლიტვაში ლეო მესი თამაშობდა
ინასა
14 სექტემბერი 2015 10:13
0
ძალიან დაძაბული თამში იყო და ბიჭებს ბოლომდე არ უმტყუნათ ნერვებმა !!! ყოჩაღ, მიუხედავად მარცხისა მართლაც რომ ღირსეულად ითამაშეს და ახლოსა იყვნენ გამარჯვებასთან ! დიდი მადლობა ბიჭებო ასეთი თავდადებისათვის !!!
dave
14 სექტემბერი 2015 09:40
0
მადლობა ბიჭებო ვამაყობთ თქვენით
Zviad
14 სექტემბერი 2015 08:03
0
მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისთვის გულდასაწყვეტია რო წავაგეთ.80:79 ზე უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა ჯარიმის აღებაც შეიძლებოდა და დრო საკმარისად დაგვრჩებოდა შეტევისთვის
LFC
14 სექტემბერი 2015 02:55
0
გაუმარჯოს ქართულ კალათბურთს!..მადლობა ქართველ სპორტსმენებს!..საქართველო არასოდეს მარცხდება!
F
14 სექტემბერი 2015 02:24
0
მადლობა ბიჭებო ყველაფრისთვის ! მიყვარხართ და მეამაყებით!
თოკა
14 სექტემბერი 2015 01:48
0
ლიტვამ კი არ მოგვიგო, ჩვენ წავაგეთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი ბურთი დავკარგეთ უაზროდ. ასეთ შეცდომებს დაბალი დონის გუნდიც არ გვაპატიებდა. რაც შეეხება ჩემპიონატს, ჩემი აზრით, საფრნგეთი, ესპანეთი და ალბათ იტალიაც ერთი საფეხურით მაღლა დგანან სხვა დანარჩენზე. ყველა დანარჩენი გუნდი კი, რომლებიც მეოთხედფინალში გავიდნენ, ვერაფრით ვერ ჯობიან საქართველოს ნაკრებს. დასანანია.
ოთო
14 სექტემბერი 2015 01:27
0
მაინც ვამაყობ თქვენით...
მადლობა კარგი თამაშებისთვის!
ვახო
14 სექტემბერი 2015 01:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული