იგორ კოკოშკოვი: წაგების მიუხედავად, მადლობა ბიჭებს!

AutoSharing Option
საქართველოს საკალთბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ლიტვასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.


"ძალიან დაძაბული თამაში იყო ძალიან გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. თამაშის ბედი მცირე უპირატესობამ გადაწყვიტა, ლიტვა ძალიან ძლიერი გუნდია და თუნდაც უმნიშვნელო ჩავარდნებს არავის პატიობს.

ჩვენ დავუშვით შეცდომები - უწყინარ სიტუაციაში დავკარგეთ რამდენიმე ბურთი, შეტევაშიც რაღაც არ გამოგვივიდა და ეს იყო - მეტოქემ ისარგებლა და მეოთხედფინალში გავიდა.

წაგების მიუხედავად მინდა გუნდის წევრებს მადლობა ვუთხრა. ვამაყობ მათი დამოკიდებულებით,
ერთიანობით და ბრძოლისუნარიანობით. სწორედ ამის წყალობით მოვიდა გუნდი ამ ეტაპამდე.

როგორც გუნდი, ნაკრები ვითარდება, ასევე კალათბურთის ფედერაცია, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის", - თქვა კოკოშკოვმა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი მადლობა ბიჭებო, ალბათ ბოლომდე ვერც თქვენ დაიჯერეთ, თორემ ვინ იცის???
სერგო
14 სექტემბერი 2015 22:38
0
მადლობა ბიჭებს
სოს
14 სექტემბერი 2015 16:15
0
მადლობა ბიჭებს...
daviti007
14 სექტემბერი 2015 15:16
0
აბა რაა!
pumas
14 სექტემბერი 2015 14:35
0
yvelaze mtavari aris is rom bichebma yvelaferi dades mosagebad
puma
14 სექტემბერი 2015 14:14
0

სიახლეები პოპულარული