"ვითას" მწვრთნელი: განაცხადისთვის კალათბურთელებს ძლივს ვაგროვებთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ნოემბერს, ვითიბი ლიგის მე-10 ტურის მატჩში თბილისის "ვითამ" რიგის ვეფ-ს უმასპინძლა და 69:99 დამარცხდა.

"ვითამ" ამ გათამაშებაში უკვე ზედიზედ მე-10 მატჩი დათმო და 0-10 შედეგით უკანასკნელ ადგილზეა. ლატვიურმა გუნდმა მე-3 მატჩში იმარჯვა.

"ვითას" რიგებში საუკეთესო ვიტალი ანიკიენკო იყო 22 ქულით.

Sportall.Ge

თბილისის "ვითას" მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე:

"მუდმივად ვკარგავთ კალათბურთელებს. სათამაშო კავშირები უნდა დავალაგოთ, მაგრამ განაცხადისთვის მოთამაშეებს ძლივს ვაგროვებთ. ამას დამატებული, გამოცდილებაც არ გვყოფნის. თუმცა ამ მატჩის შემდეგ ჩემს ბიჭებს უფრო დიდი პატივისცემით ვეპყრობი. ისინი არასდროს ნებდებიან".

29 ნოემბერი. თბილისი,
სპორტის სასახლე

ვითა-ვეფ რიგა 69:99
21:18, 18:28, 12:24, 18:29
ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (13ქ), ბოქოლიშვილი (6ქ, 3პ), შენგელია (9ქ), სტარატელევი (1ქ), ბიბილური, ჰენრი (18ქ, 7მ), ანიკიენკო (22ქ, 8მ).
ვეფ რიგა: მეჟერისი (11ქ), კრუზი (11ქ, 4პ), შტრელნიეკსი (6მ), ჰაკანსონი (9ქ, 9პ), გეკსი (3ქ), მაკდაუელი (10ქ), რუბიო (6ქ), ბერზინსი (15ქ, 7მ, 4პ), მეიერსი (17ქ), იაკოვიცსი (9ქ), ნანკივილი (8ქ, 9მ), ვილდე.
მსაჯები: ი. პუტენკო (რუსეთი), ს. ბელიაკოვი (რუსეთი), ა. ჩუდინი (რუსეთი).
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ვითა" პროგრესირებს!"- ჯიუტად გვიმტკიცებს კლუბის ფეისბუქი. მათ გარდა ვერ ხვდება ვერავინ და იქნებ აგვიხსნან თუ შეიძლება. მათი გვერდი ხომ მარაზმია საერთოდ. არანაირი ინფორმაცია, ამდენი მოთამაშე წავიდა, ვიღაც დაემატა. ვინ წერს, ელემენტარული ქართული არ იცის, სირცხვილია...
0
ისე ასეთ გუნდის შექმნას რა აზრი ქონდა თუ ფული არ ჩაიდო
0

სიახლეები პოპულარული