ნიკა მეტრეველის გუნდი სერია A-ს მატჩში ბოლო წამებზე დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკა მეტრეველის "ბეტალანდ კაპო დ'ორლანდომ" იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში დასანანი მარცხი განიცადა. დორლანდოელებმა "ენელ ბრინდისის" უმასპინძლეს და ბრძოლაში ბოლო წამებზე 74:77 წააგეს.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 22 წუთით გამოჩნდა. მეტრეველმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა. მის თანაგუნდელთაგან 17 ქულით საუკეთესო ლიტველი სიმას იასაიტისი იყო, ალექს ორიახის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

4 მოგებითა და 6 მარცხით მეტრეველის გუნდი სერია "ა"-ში მე-12 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს "კაპო დ'ორლანდო" 13
დეკემბერს, სტუმრად "ემპორიო არმანისთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული