დღის კარიკატურა: Thanks Georgia, გმადლობთ, მისტერ კოკოშკოვ

AutoSharing Option
იგორ კოკოშკოვი ისტორიული პიროვნებაა. დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში იგი სარეკორდოდ დიდი დროის, 8 წლის განმავლობაში წვრთნიდა კალათბურთელთა ნაკრებს. სპორტის გუნდური სახეობების მწვრთნელთაგან კოკოშკოვის რეკორდის დამხობას დიდხანს ვერავინ შეძლებს.

გასაკვირი სულაც არ იყო, სერბმა სპეციალისტმა საგანგებო, მადლიერების წერილი რომ დაგვიწერა. ერთი შეხედვით, ამ წერილის მიხედვით კოკოშკოვი გვემშვიდობება, მას ხომ ევრობასკეტის შემდეგ საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი ამოეწურა.

მეორე მხრივ, იგი არსად ამბობს - თქვენს ეროვნულ გუნდს არ გავწვრთნიო. მისტერ იგორს ხომ არაერთხელ უთქვამს: ნაკრების წევრები ჩემი შვილებივით არიან, მათთან დაშორება იოლი არ არისო...

კალათბურთის ფედერაციაში კი გვითხრეს, რომ სამ სხვა სპეციალისტთან ერთად კოკოშკოვის ვარიანტიც განიხილება...

ასევე იხილეთ:
დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ - იგორ კოკოშკოვი ღია წერილით დაგვემშვიდობა
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ვინმეს ახალს მოიყვანენ, კოკოშკოვზე ერთი თავით უკეთესი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში აზრი არა აქვს, ვინაიდან მარტო ადაპტაცია და ქართული ხასიათის შეცნობა წაიღებს 2-3 წელს.
ჩემბერლენი ნბა-დან
11:53 22-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული