საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
მიხეილ გაბრიჩიძე იგორ კოკოშკოვის ღია წერილს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა.
"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო იგორს, რომელმაც ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა ნაკრები და მოახერხა მისი მაღალ დონემდე აყვანა. ეს ნამდვილად დასაფასებელია. მინდა, გითხრათ, რომ იგორი არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად დადებითი პიროვნება, ძალიან კარგი სპეციალისტი და რა თქმა უნდა, ფედერაცია მასთან კონტაქტებს არ დაკარგავს და ითანამშრომლებს. დიდი მადლობა მას ასეთი თბილი
წერილისთვის. ჩემი აზრით, მას ამით სურდა ჩვენთვის ეთქვა, რომ ფედერაცია თავისუფალი ყოფილიყო მწვრთნელის არჩევაში - ეს იქნება იგორი თუ სხვა სპეციალისტი. არ გამოვრიცხავთ, რომ იგი კვლავ მოიაზრებოდეს კანდიდატად, ეს იგორთან საუბრის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ სხვა მწვრთნელებზე. იგორის გარდა, არის კიდევ 3 კანდიდატი და მომავალი გვიჩვენებს, თუ რომელ მათგანთან გადავა მოლაპარაკება უფრო კონკრეტულ ფაზაში".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით