ევრობასკეტი 2017. შესარჩევი: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
22 იანვარს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი (საკვალიფიკაციო) ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მონტენეგროსთან, სლოვაკეთსა და ალბანეთთან ერთად მოხვდა.


საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი ცნობილია: 27 გუნდი 7 ქვეჯგუფში გადანაწილდა. შეიქმნა 6 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელთაგან 13 უკვე ცნობილია და შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირში ბრძოლა 11 საგზურისთვის გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულები არიან: ისრაელი, რუმინეთი, თურქეთი, ფინეთი (ევრობასკეტის მასპინძლები),
ესპანეთი, ლიტვა (ევრობასკეტის ფინალისტები), საბერძნეთი, ლატვია, ხორვატია, ჩეხეთი, იტალია, საფრანგეთი და სერბეთი (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წევრები).

ევრობასკეტი 2017-ის ფინალური ეტაპი ოთხ ქვეყანაში: რუმინეთში, ფინეთში, ისრაელსა და თურქეთში, 31 აგვისტო-17 სექტემბერს ჩატარდება.

საკვალიფიკაციო ეტაპი საბოლოოდ ასე შედგა:

Sportall.Ge
ფოტო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
სლოვაკეთსა და ალბანეთს ჩემი უბნის გუნდიც მოუგებს. მონტენეგრო აპასნია
შაკო
11:55 23-01-2016
0
რა სისულელეა - თუ ამათ ვუფრთხით, მაშინ რაღა გვინდა ევრობასქეთზე?!
მსქროლავი ტროლი
12:51 23-01-2016
0

სიახლეები პოპულარული