"შესარჩევ ეტაპზე ისეთი სისტემაა, რომ ყველა მატჩში მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. მოგეხსენებათ, ფინალურ ეტაპზე პირდაპირი გზით ჯგუფების გამარჯვებულები გადიან, ხოლო მეორე ადგილიდან ევრობასკეტზე მხოლოდ 4 საუკეთესო მოხვდება. ამიტომ, წაფორხილების საშუალება არ გვაქვს.
საჭიროა, ყველა მეტოქესთან ბოლომდე
ახლა საჭიროა, კარგად დავგეგმოთ მოსამზადებელი ეტაპი და, რაც მთავარია, მოთამაშეები მზადყოფნაში შეხვდნენ საკვალიფიკაციო მატჩებს. იმედი მაქვს, ტრავმიანობა არ იქნება და აგვისტოს ბოლოდან საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებულად ჩავერთვებით.
მონტენეგროს გასულ წლებში ჩავარდნა ჰქონდა, რაც ამ ქვეყნის წამყვანი მოთამაშეების ნაკრებში არყოფნით იყო გამოწვეული. ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ყველა ძლიერი კალათბურთელი შეკრიბონ და ევრობასკეტზე მოხვდნენ.
გაიმართა ასევე ასაკობრივი ნაკრებების და გოგონათა 18-წლამდელთა ნაკრების კენჭისყრა. როგორც იცით, პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში თბილისი ფიბა-ევროპის ტურნირს მასპინძლობს. 8-13 ივლისს საქართველოში ჩამოვა 6 უცხოური ნაკრები და საკმაოდ დიდი გამოწვევა გველის. იმით, რომ ფიბა-ევროპამ ეს პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, იმის ნიშანია, რომ თუკი ამ ტურნირს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, მომავალში უფრო სოლიდური შეჯიბრებების ჩატარების საშუალება მოგვეცემა", - განაცხადა გაბრიჩიძემ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით