49 წლის მწვრთნელი საქართველოდან ისე გაემგზავრა, რომ კონტრაქტი არ გაუფორმებია. თუმცა დღევანდელ, ვირტუალურ ეპოქაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სხვადასხვა ქვეყნიდან ერთდროულადაც შეიძლება. მთავარია, ორივე მხარის თანხმობა იყოს.
სიტუაციაში გასარკვევად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას გავესაუბრეთ.
"ილიას ზუროსი საქართველოში იმიტომ მოვიწვიეთ, რომ კარგად გაცნობოდა ქართულ საკალათბურთო რეალობას და ჩვენც სათანადოდ გაგვეცნო. ისიც კმაყოფილი გაემგზავრა სამშობლოში და ჩვენც კმაყოფილები დავრჩით.
ახლო მომავალში კალათბურთის ფედერაცია სიტუაციას კარგად აწონ-დაწონის და თუ საჭიროდ ჩათვლის, ხელშეკრულებასაც გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა სიას იგორ კოკოშკოვი გამოაკლდა, სამი კანდიდატი დარჩა - ილიას ზუროსი და ორი სერბი. თუმცა სერბების ვინაობა ჯერ არ გაუმხელიათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"