თბილისში "მერიის თასზე" სათამაშოდ რუსეთის ნაკრები ჩამოვა

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის წარდგენისას, ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ "მერიის თასზე" ჩვენი გუნდის მეტოქეებზე ისაუბრა.
დედაქალაქის "მერიის თასზე" საქართველოში სათამაშოდ ჰოლანდიის, მაკედონიისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები ჩამოვლენ.

"მერიის თასი" ყოველი წლის აგვისტოში ტარდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ რიცხვებში ჩატარდება აღნიშნული შეხვედრები, თუმცა, როგორც ფედერაციის პრესსამსახურმა გვაცნობა, სავარაუდოდ, ტურნირი 12-14 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, 2014 წელს ტურნირის გამარჯვებული ჩვენი ნაკრები გახდა, 2015-ში კი
ტიტული იტალიელებს დარჩათ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩალიჩობს რუსული მაფია ღუსული შლანგების გამყიდველის ფულადი ხელშეწყობით ჟერ კრემლის ვითიბი ლიგაში გაგვიჩალიჩა საცემი ბიჭის ადგილი ეხლა რუსეთი ერთხელში,მირტის,ბზის შტოთი ხელში,მეორეტი კი მავთულხლართების გადმოწევით ქართულ მიწებზე,ჩამობრზანდება.ნუთუ ??? გაბრიჩიძეს არ ესმის რუსული ჭადრაკის სვლებისა ცხენით დას მარიო მასვი-მაჭამე-მალხინეშია-თავამოყოფილ გართული.
emigranti
16:25 19-02-2016
0
რა მაგრად გამოვიდა ვითიბი ლიგაში? ყოVაღ...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული