მანუჩარ მარკოიშვილი "კანტუს" ვარსკვლავებში აირჩიეს

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილი იტალიური კლუბის, "კანტუს" ვარსკვლავებში აირჩიეს.

იქაურმა გამოცემა "პროვინცია დი კომომ" ჩაატარა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოერკვია ორი ლეგენდარული კალათბურთელი, რომლებსაც "კანტუში" 1990 წლის შემდეგ აქვს ნათამაშები.

გამოკითხვაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელსაც 919-მა მკითხველმა მისცა ხმა. ეს კი საერთო რაოდენობის 57 პროცენტი აღმოჩნდა. მეორეადგილოსან მაარტი ლეუნენს 160 ხმა ერგო, ხოლო NBA-ს ვარსკვლავ რონ არტესტს - 71.

მანუჩარ მაროიშვილმა იტალიელებს მადლობა საკუთარი "ფეისბუქით" გადაუხადა:

"ჩემთვის დიდი პატივია მაარტენ ლეუნენთან ერთად "კანტუს" ვარსკვლავთა შორის არჩევა. ეს შეუძლებელი იქნებოდა რომ არა
ჩემი თანაგუნდელები, მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის წინსვლისკენ გვიბიძგებდა და ექიმები, რომლებიც მაქსიმალურად ზრუნავდნენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებსაც დღემდე კარგად ვახსოვარ. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. არჩევანი მართლაც რთული იყო.

"კანტუ", მიყვარხარ და ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გექნება."

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული