შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების აქამდელმა სამწვრთნელო შტაბმა მთავარ მწვრთნელთან ერთად 2 ცვლილება განიცადა. დავით უსტიაშვილისა და ჯეისონ სტოდტის ადგილები ირაკლი ხოშტარიამ და იურიცა გოლემაცმა დაიკავეს.
ხოშტარია ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგადაა ნაცნობი - ის "დინამო თბილისს" თავკაცობდა, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.
იურიცა გოლემაცი კი გულშემატკივართათვის უფრო კარგად კალათბურთელის კარიერითაა
სამწვრთნელო კარიერა იურიცა გოლემაცმა 2013 წელს, ხორვატიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "ციბონაში" დაიწყო, რის შემდეგაც ამ გუნდის ასისტენტი მწვრთნელია.
იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო შტაბში მყოფი კოტე ტუღუში, ხორვატი ტიხომირ ბუიანი და სერბი მილოშ გრიგოლიევიჩი მთავარი მწვრთნელის ასისტენტებად დარჩებიან და საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის ამჯერად ილიას ზუროსთან ერთად იმუშავებენ.
წყარო: gbf.ge