საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ამერიკელ მაიკლ დიქსონს იწვევენ

AutoSharing Option
ჩეხური "ნიმბურკის" ამერიკელმა გამთამაშებელმა მაიკლ დიქსონმა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურმაც დაგვიდასტურა.

როგორც ფედერაციაში გვითხრეს, უახლოეს მომავალში არ უნდა გამოვრიცხოთ დიქსონის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, რადგან ის ერთ-ერთ კანდიდატად ნამდვილად განიხილება. მოირგებს თუ არა ამერიკელი კალათბურთელი ჩვენი ნაკრების მაისურს, ეს მოქალაქეობის აღებასა და მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

დიქსონი ვითიბი ლიგაში ჩეხური კლუბის ლიდერი იყო. ის თამაშში საშუალოდ 14,4 ქულას აგდებდა, 2,7 მოხსნას და 4,6 პასს აკეთებდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც შეეხება ამ ლეგიონერს არის სუსტი ეროვნული ნაკრებისთვის. სამწუხაროდ ფედერაციამ ისევ უნიათოდ იმუშავა და ნაგავს იწვევს ნაკრებში.
luka
00:46 22-06-2016
0
რა თქმა უნდა კარგია როცა ქართველებით მიაღწევ წარმატებას მაგრასმ მანამდე უნდა შექმნა აკადემიები , მოამზადო მწვრთნელები , დაიხმარო უცხოელი სპეციალისტები და აღზარდო სწორად თაობები და მიიღებ 10 წელში პირველ შედეგებს. ახლა კი ეს გამორიცხულია და საჭIროა იყოს ლეგიონერი. რაც შეეხება რაგბს იქ ნატურალიზება სხვა წესებით არის შესაძLებელი , რამდენადაც ვიცი უნდა აკავშIრებდეს კავშIრი ქვეყანასთან რომლის სახელითაც გამოვა. ანუ წინაპარი უნდა იყოს იქაური.თორემ რაგბშIც არ მოიკლებდნენ ამ სიამოვნებას სხვასნაირად რომ ყოფილიყო
luka
00:41 22-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული