- საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტ 2017-ზე ამერიკელი კალათბურთელი ითამაშებს
- არც ზაზა, არც ცქიტა, არც მანუ - ნაკრები ევრობასკეტისთვის ცვლილებებით ემზადება
ნაკრების ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა, მოთამაშეებმა: ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა კომენტარები გააკეთეს.
ვიქტორ სანიკიძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი):
"თბილისში
სიახლეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მწვრთნელს თავისი ხედვები ექნება, რაზეც შეკრებაზე ვიმუშავებთ. მნიშვნელოვანია, რომ მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიაროთ, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მონტენეგროს სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს.
ნატურალიზებულ კალათბურთელს არ ვიცნობთ, თუმცა ვიცით, სად თამაშობს და რა მონაცემები აქვს. უკვე ჩამოვიდა და სლოვენიაში ჩვენთან ერთად ივარჯიშებს".
გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი):
"მოსამზადებელი ეტაპი თბილისში დავიწყეთ და სლოვენიაში მთელი დატვირთვით სავარჯიშოდ მოვემზადეთ. ილიას ზუროსი ძალიან ძლიერი სპეციალისტია და მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა. ცდილობს, რომ ყველაფერი დაგვიღეჭოს და ისე მოგვაწოდოს".
ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
"პირველი დღეებით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა სრული დატვირთვით ჯერ არ გვივარჯიშია.
დაბრუნდა თორნიკე შენგელია, რაც ძალიან კარგია. ჩვენთან ერთადაა დიქსონიც. დავკარგეთ ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია კი მოგვიანებით შემოგვიერთდება.
გუნდში გარკვეული სიახლეების დანერგვას ვგეგმავთ და მოსამზადებელ ეტაპზე გასამართი 10 ტესტ-მატჩი უკეთეს გუნდად ჩამოყალიბებაში უნდა დაგვეხმაროს და მათ სავარჯიშოდ გამოვიყენებთ. მათ შორის, რუსეთთან გასამართ შეხვედრასაც.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი ნაკრებში გამოვიძახეთ, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ გუნდში ყოფნა ამ ეტაპზე არ სურს. ნიკოლოზთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ამიხსნა, რომ მომდევნო სეზონისთვის სურს მომზადება და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით