საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტ 2017-ზე ამერიკელი კალათბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. 31 აგვისტომდე ეროვნულ გუნდს თვენახევრიანი მოსამზადებელი ეტაპი და 10 სპარინგ-მატჩი ელის.

გაირკვა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშის ვინაობა. აქამდე დასახელებული კანდიდატებიდან შეირჩა ამერიკელი მაიკლ დიქსონი, რომელიც საქართველოში 14 ივლისს ჩამოვიდა და დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ჩეხური "ნიმბურკის" ამერიკელი გამთამაშებელი ვითიბი ლიგაში გუნდის ლიდერი იყო. ის თამაშში საშუალოდ 14,4 ქულას აგდებდა, 2,7 მოხსნას და 4,6 პასს აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდისთვის ევრობასკეტი 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი 31 აგვისტოს, ალბანეთთან მატჩით
დაიწყება. ალბანელებთან ერთად შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან სლოვაკეთი და მონტენეგრო არიან და ფინალური ეტაპის საგზურს პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, მთლიანობაში კი არსებული 7 შესარჩევი ჯგუფიდან ევრობასკეტ-2017-ის საგზურები 4 საუკეთესო მეორეადგილოსანს ერგება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ხდება ბოიკოტი გამოაწხადეს ბიწებმა
შოთა გუგეშაშვილი
18:22 15-07-2016
0
es rom kargi iyos chexebi chven dagvitmobdnen?

nodarichi123
17:53 15-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული