თორნიკე შენგელია რუსეთთან მატჩზე: სიტყვა "ამხანაგური" ყველაფერს ამბობს!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ უკრაინასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა თბილისის "მერიის თასის" ფარგლებში დღეს მეორე მატჩი გამართა და უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 73:69 სძლია.

- მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა უკრაინა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

"თამაში მოვიგეთ და ეს კარგია, თუმცა რთულია თქმა, რომ კმაყოფილები ვართ, რადგან დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ხვალ ბევრად ძლიერ მეტოქე, რუსეთის ნაკრებთან გვაქვს თამაში და ის ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებს. უნ
და გამოვასწოროთ...

რუსეთთან მატჩს რაც შეეხება: უნდა ვისწავლოთ და გავიაზროთ, რომ ეს სპორტია და ამ მატჩს მხოლოდ სპორტული კუთხით უნდა შევხედოთ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩავედით რუსეთში და ამხანაგური მატჩი გავმართეთ მათთან, ახლა კი ისინი ჩამოდიან. ეს ყველაფერი ერთმანეთისადმი პატივისცემას გამოხატავს. ამხანაგური მატჩია და თვითონ სიტყვა ამხანაგურიც ამბობს ყველაფერს.

მე ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში. საბედნიეროდ, 31 აგვისტომდე, სანამ საკვალიფიკაციო ეტაპს დავიწყებთ, მაქვს დრო და მოვასწრებ ფორმის აღდგენას", - განაცხადა შენგელიამ.

მომდევნო და გადამაწყვეტ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ხვალ, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე სპორტის სასახლეში რუსეთის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც თავისი მეორე შეხვედრა დღეს ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 86:74 იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ადამიანი - ს

აღარ დაგრჩა სათქმელი მეორე სტატიის წაკითხვის შემდეგ?

ჰა როგორ გაიფინა რუსი და ყველა რუსეთის მომხრე შავდათუაშვილმა ფეხქვეშ...

გენაცვალე ჯიგარში

სპორტი არაა რაგბი? თბილისში რომ ბოლოს ვეთამაშეთ რუსებს იყავი სტადიონზე როგორ გამოართვეს ბიჭებმა მოგების შემდეგ გულშემატკივარს ბანერი სადაც ეწერა "აფხაზეთი საქართველოა"... იყავი, თუ ბ-ნმა ბიძინიმ გიბრძანათ რუსეთის და პუტინის ლანძღვის დანახვის და მოსმენისას თვალები დახუჭეთ და ყურები დაიფსეთო...
თუ რაგბისტებზეც იტყვით რაიმე ბინძურს, თქვე მართლა სულით ბინძურო მონებო
ლევანი
14:17 22-08-2016
0
ზოგადად სპორტი პოლიტიკა არაა . ეგ მაშინ როცა ვაგებთ და თავს ვიწყნარებთ ხოლმე , მარა სინამდვილეში სპორტი პოლიტიკაა აბა რა არი. ერიებს შორის ურთიერთობაა და ერის მდგომარეობა სხვა ერის მიმართ. თორნიკე ამბოს ფორმაში არა ვარო. და სხვებმა რაღა თქვან )))). ნეტა როდის ჩადგება საქართველოს ნაკრები ფორმაში ? თორნიკეს ნაირად ყველა იყოს ფორმაში და ჩვენი მომგები კაციშვილი აღარ იქნება.
ბესო72
16:21 14-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული