ილიას ზუროსი: დღევანდელი მატჩი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა უკრაინასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა თბილისის "მერიის თასის" ფარგლებში დღეს მეორე მატჩი გამართა და უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 73:69 სძლია.

- მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა უკრაინა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

"სანამ უშუალოდ თამაშზე ვისაუბრებდე, მსურს მადლობა გადავუხადო იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა.

სამწუხაროდ, დღეს სათანადო კონცენტრაცია ვერ მოვახდინეთ და იმ დაცვით, რომელიც დღეს ვითამაშეთ, უკმაყოფილო ვარ. მჯერა, რომ ჩვენს ნაკრებს შეუძლია დაცვაში ის თამაში აჩვენოს, რომელსაც
მოვითხოვ და ჯერ არ გამოგვდის. კარგი დაცვის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ.

ჩვენი მიზანი როგორც პერსონალური, ისე გუნდური დაცვის თამაშია. სწორედ ესაა ჩემი საკალათბურთო ფილოსოფია. შეტევაში გვყავს კალათბურთელები, რომლებსაც ჯერაც შეთამაშება სჭირდებათ. როგორც კი შეთამაშდებიან, წინა ხაზში პრობლემები არ გვექნება. აქედან გამომდინარე, აქცენტს მხოლოდ დაცვაზე ვაკეთებ.

სწრაფი შეტევები და ქულები დაცვიდან მოდის. დღეს დაცვაში ცუდად ვითამაშეთ და ამან წინა ხაზშიც გამოიწვია პრობლემები. დღეს ზაზა ფაჩულია დავასვენე და ამანაც ითამაშა გარკვეული როლი დაცვაში ცუდ თამაშზე. ხვალ ბევრად მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუსეთის ნაკრებთან და იქ უფრო საჭირო იქნება ზაზას ყოფნა.

ეს მატჩები მოსამზადებელი პერიოდია და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ისინი. დღევანდელი მატჩი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, ჩვენ კი წინსწრაფვა გვსურს. შედეგზე მნიშვნელოვანი ამ მატჩებში ჩვენთვის პროგრესია - თამაშის გამოსწორება მსურს.

ჩვენი და ჟურნალისტების მთავარი ამოცანა არა ამ ამხანაგურ მატჩებში მოგებები, არამედ ის უნდა იყოს, რომ 31 აგვისტოს ნაკრები სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. მე კი ვეცდები ჩემს გუნდს კარგი დაცვა ვათამაშო. იმედი მაქვს, ხვალ გულშემატკივრები დარბაზს გაავსებენ", - განაცხადა ზუროსმა.

მომდევნო და გადამაწყვეტ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ხვალ, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე სპორტის სასახლეში რუსეთის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც თავისი მეორე შეხვედრა დღეს ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 86:74 იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვედელიძე უნდა ამას. დაცვას ის მიხედავს.
maradona
01:54 14-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული