10:25 23-08-2016
საქართველოს ნაკრები პოლონეთში თორნიკე შენგელიას გარეშე ვარჯიშობს [VIDEO]
AutoSharing Option
24-25 აგვისტოს სწორედ ამ მოედანზე ჩატარდება საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც ბელგიის, შვედეთისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გუნდიც იასპარეზებს. ტურნირის ფორმატი შემდეგნაირია: 2 ნახევარფინალი, რომელთა შემდეგაც გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. ორგანიზატორებმა საქართველო შვედეთს, ხოლო პოლონეთი - ბელგიას შეუწყვილეს, რომელთა შემდეგაც გაირკვევა, 25 აგვისტოს ვინ ითამაშებს ფინალს და ვინ - მესამე ადგილისთვის მატჩს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გუნდთან ერთად არ უვარჯიშია თორნიკე შენგელიას, რომელიც ექიმების მეთვალყურეობით ინდივიდუალურად ემზადება. თორნიკეს ფორმა ბოლომდე არ აქვს აღდგენილი და ნაკრების დანარჩენი წევრებისგან განსხვავებული, სპეციალურად შერჩეული გრაფიკით ვარჯიშობს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 23 აგვისტოს, ერთ ვარჯიშს გამართავს: "ანვილ-არენაზე" ზუროსი გუნდს 17:00 საათისთვის შეკრებს და შვედეთთან მატჩის წინ გენერალურ წვრთნას ჩაუტარებს.
საქართველოს ნაკრები:
გიორგი ცინცაძე, ლუკა ზაქრაძე, გიორგი შარაბიძე, თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მაიკლ დიქსონი, ბესიკ ლეჟავა, გიორგი შერმადინი, ბექა ბექაური, კახა ჯინჭარაძე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სტრიმი არ იქნება?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული