საქართველო VS შვედეთი - ნაკრებს თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
დღეს, 24 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პოლონეთის ქალაქ ვლოცლავეკში, საერთაშორისო ამხანაგურ მინი-ტურნირში პირველ მატჩს შვედეთის ნაკრებთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებს ტრანსლაციის ყურება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ (იხილეთ ბმული).

სამწუხაროდ, შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აწუხებს და გართულების თავიდან ასარიდებლად მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

თამაშის წინა დღეს ილიას ზუროსმა გუნდი 1 საათის განმავლობაში, კომპლექსურად ავარჯიშა, უმეტესი დრო კი კომბინაციების გათამაშებას დაუთმო. კალათბურთელებმა კომბინაციები როგორც ცალ ფარში, ისე ორმხრივი
თამაშისას დაამუშავეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მონაწილე 4 გუნდი ნახევარფინალშია დაწყვილებული. შვედეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ ვლოცლავეკის "ანვილ-არენაზე" პოლონეთისა და ბელგიის დაპირისპირება გაიმართება. 25 აგვისტოს, ნახევარფინალებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, წაგებულები კი მესამე ადგილს გაითამაშებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხალხნო, ყველაფერში როგორ უნდა ვიყოთ ესე, როგორ შეიძლება ბოისას მოედანზე გაყვანა? სირცხვილია ბოლოს და ბოლოს. იმედია ამას ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი მიხვდება! ისე კი, ჩვეულებრივი ამბავი მეორდება, მარკოიშვილი ახალ გუნდს ეძებს (ტრავმიანობს), შენგელიას მხოლოდ უფრთხილდებიან (და ბოლოს არ ითამაშებს). წელს, წინა შესარჩევებისგან განსხვავებით, სერიოზული კონკურენტი გვყავს (მონტენეგროს სახით) და ვერც განრიგით დავიკვეხნით, სუსტით ვიწყებთ და ძლიერით ვამთავრებთ, თანაც გასვლას. ვერც ნორმალური სპარინგები დაგეგმა ფედერაციამ (ყველაზე სუსტი მეტოქები გვყავს ბოლო 5-6 წლის მანძილზე). საშინელ მდგომარეობაშია ნაკრები, დაცვას იძახის ზუროსი რაც მოვიდა და კოკოშკოვის ზონა, გაცილებით სჯობდა, მაშინაც ვერ ვიცავდით სამიანებს, მაგრამ ეხლა საერთოდ კატასტროფაა!
patrioti
14:11 24-08-2016
0
"patrioti"-ს. ბოისა არის მცველი-ჩამშლელი. მისი მოვალეობა არც ფარზე ბურთის აღებაა, არც სროლა(თუ ჩააგდებს ცუდი კი არ არის). ის არის რეზერვი, რომელიც სულ რამდენიმე წუთი გადის მოედანზე. ისე, მას რომ აკრიტიკებთ, გაითვალისწინეთ, რომ პირველი ხუთეულის(ისინიც პრობლემურებია, ტრავმების გამო) გარდა არჩევანი რეალურად არც არის. ზუროსი კოკოშკოვზე ბევრად უკეთესი მწვრთნელია, ცოდნითაც, გამოცდილებითაც, მით უმეტეს კალათბურთის მოყვარულებზე მეტი იცის. სხვადასხვა ვარიანტებს ცდის, ოპტიმალურამდე რომ მივიდეს ამ შემადგენლობით. ყველას აძლევს თამაშის უფლებას, მაგრამ თავი ვერავინ გამოიჩინა. რაც შეეხება სპარინგ-პარტნიორებს, თბილისის მერიის თასზე საკმაოდ ძლიერი გუნდები იყო, განსაკუთრებით რუსეთი(წელს ორჯერ ეთამაშნენ), რომელიც 2012 წლის ოლიმპიადის მესამე პრიზიორია, მსოფლიო რეიტინგში ათეულშია და ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. სხვა ძლიერები ოლიმპიადაზე იყვნენ, ასე რომ შესაბამისად მოხდა თამაშების ჩატარება. წარმატება და მხარდაჭერა უნდა გუნდს, რომელსაც ძალიან ძლიერი მონტენეგრო ხვდება, ნბა-ს სამი მოთამაშით.
ნიკა
16:11 24-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული