საქართველო VS შვედეთი - ნაკრებს თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
დღეს, 24 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პოლონეთის ქალაქ ვლოცლავეკში, საერთაშორისო ამხანაგურ მინი-ტურნირში პირველ მატჩს შვედეთის ნაკრებთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებს ტრანსლაციის ყურება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ (იხილეთ ბმული).

სამწუხაროდ, შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აწუხებს და გართულების თავიდან ასარიდებლად მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

თამაშის წინა დღეს ილიას ზუროსმა გუნდი 1 საათის განმავლობაში, კომპლექსურად ავარჯიშა, უმეტესი დრო კი კომბინაციების გათამაშებას დაუთმო. კალათბურთელებმა კომბინაციები როგორც ცალ ფარში, ისე ორმხრივი
თამაშისას დაამუშავეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მონაწილე 4 გუნდი ნახევარფინალშია დაწყვილებული. შვედეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ ვლოცლავეკის "ანვილ-არენაზე" პოლონეთისა და ბელგიის დაპირისპირება გაიმართება. 25 აგვისტოს, ნახევარფინალებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, წაგებულები კი მესამე ადგილს გაითამაშებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
დუდა და ბურჯანაზე კოკოშკოვის დროს უკეტ ტამაშობდენ გაიხსენეტ ხორვატებტან საგრებში ეხლარა ემარტებატ ალბატ მცვრტნელი სხვა დავალებას აზლევს
შოთა გუგეშაშვილი
17:25 24-08-2016
0
ანალიზში სრულიად ეთანხმები ნიკა,გარდა მწვრთნელებისა,კოკოშკოვი ნბა-ში მოღვაწეობს და ახლა თავისი ქვეყნის(თუ არ ვცდები)მწვრთნელობა რომ ჩააბარეს,ესეც რაღაცას ნიშნავს.ზუროსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,კარგი მწვრთნელია,მაგრამ მაშფოთებს მისი ემოციური მანერა,კოკოშკოვის მშვიდი სტილის შემდეგ,ბიჭებს შეიძლება მასთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნათ.
სოსო
16:38 24-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული