
I ტაიმი საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე თამაშობდა, 33:38 წააგო.
მეორე ტაიმში აღარ უთამაშია მაიკ დიქსონს, რომელიც დაშავდა. მესამე მეოთხედი ჩვენმა ნაკრებმა 19:18 მოიგო, მაგრამ ბოლოში შვედების უპირატესობა აშკარა იყო და საბოლოოდ, 13-ქულიანი სხვაობით დავმარცხდით.
შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირზე მონაწილეობენ მასპინძელი პოლონეთი და ბელგიაც. ამ გუნდების შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 58:55 დასრულდა და ახლა საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილისთვის მატჩში დღეს პოლნეთს დაუპირისპირდება.