შვედეთი-საქართველო 73:60 - ნაცნობი ანგარიში და მარცხი

AutoSharing Option
60:73 - ნაცნობი ანგარიშია, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე სწორედ ასე დავმარცხდით საბერძნეთთან, თუმცა გაცილებით სასიამოვნო 2005 წელს დაფიქსირებული 73:60 იყო, როდესაც მაკედონიის ნაკრები თბილისში დავამარცხეთ. გუშინ შვედეთთან, პოლონეთის ტურნირზე ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა, მეტოქის სასარგებლოდ.

ეს იყო ამხანაგური შეჯიბრების ნახევარფინალი, რომლის წაგების შემდეგ ჩვენი ნაკრები ფინალში ვერ გავიდა და ბრძოლას მესამე ადგილისთვის განაგრძობს.

მეორე ნახევარფინალში მასპინძელი პოლონელები ბელგიასთან 13 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერი გააწყვეს ბელგიელ "ლომებთან" და 55:58 დათმეს. შესაბამისად, ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ბელგია და შვედეთი წარდგებიან, ხოლო
მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველო და მასპინძელი პოლონეთი დაუპირისპირდებიან.

სწორედ ჩვენი და პოლონელების ბრძოლას ელოდა გულშემატკივარი ფინალში... შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

* * *
დავუბრუნდეთ 24 აგვისტოს გამართულ მატჩს. საქართველოს მეტოქე შვედეთს NBA-ში ნათამაშები არც ჯეფრი ტეილორი ჰყავდა და არც იონას იერებკო. თუკი დანაკლისზე მიდგება საქმე, საქართველოს ნაკრებს არანაკლები დანაკლისი ჰქონდა. მატჩამდეც ცნობილი იყო, რომ ილიას ზუროსის გუნდს ვერ დაეხმარებოდა თორნიკე შენგელია, ხოლო მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მაიკლ დიქსონმა ფეხის ტრავმა მიიღო და დარჩენილ დროში ქართველებს ვერ დაეხმარა.

დანაკლისის გამო მეტი სათამაშო დრო მიეცათ სათადარიგოებს. დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს საკმარისი სათამაშო დრო ერგოთ. ოფიციალური მატჩების წინ მათთვის ნამდვილად სასარგებლო იყო შვედეთის დარ გუნდთან გამოცდილების მიღება. მათ მწვრთნელს უჩვენეს, რაც შეუძლიათ.

საერთო ჯამში, ქართველებმა 6 სამქულიანი ჩააგდეს. აქედან 5 სამიანი სანაძისა და ბურჯანაძის ანგარიშზეა. ჩვენმა ნაკრებმა კი ვერ მოახერხა პერიმეტრის გადაკეტვა და 11 სამქულიანი მიიღო. სწორედ შორი სროლები გახდა მიზეზი წაგებისა, რადგან ფარქვეშ ქართველებს ნაკლები პრობლემები ჰქონდათ და მთლიანობაში მეტოქეზე 3-ით ნაკლები მოხსნა მიითვალეს.

მესამე პერიოდში ქართველების ჩამორჩენა 14 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ მობილიზებისა და შეუპოვარი თამაშის წყალობით მეოთხედის დასრულებამდე სხვაობა 4 ქულამდე შევამცირეთ (52:56), მაგრამ ქართველების შედეგიანმა თამაშმა დიდხანს ვერ გასტანა. შვედებმა ბურთის სწრაფი გათამაშებითა და ზუსტი სროლებით მოახერხეს შეხვედრის გამარჯვებამდე ისე მიყვანა, რომ ვითარება ბოლო წუთებზე არ დაძაბულა - 73:60.

შვედებს 18 ქულით ტობიას ბორგმა ულიდერა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუდვიგ ჰაკანსონმა (4 სამქულიანი), ხოლო კრისტოფერ ჩერაპოვიჩის ანგარიშზე 11 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ზაზა ფაჩულია, 13 ქულა და 7 პასი მიითვალა გიორგი ცინცაძემ, დუდა სანაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

პოლონეთის ტურნირი
24 აგვისტო, პოლონეთი
შვედეთი-საქართველო 73:60
22:18, 16:15, 18:19, 17:8
შვედეთი: პერსონი, ბორგი (18ქ), კიელბომი (2ქ), პიტა (1ქ), გადეფორსი (2ქ), მასამბა (7ქ), პალმბადი, ჰაკანსონი (13ქ, 8პ), ჩერაპოვიჩი (11ქ, 9მ), ლინდკვისტი (10ქ), სპაირესი (2ქ), ენგსტრომი (7ქ).
საქართველო: ლეჟავა, დიქსონი (2ქ), ზაქრაძე, ბოისა, ფაჩულია (15ქ, 4მ), ცინცაძე (13ქ, 7პ), შერმადინი (4ქ, 3მ), სანაძე (10ქ, 7მ), სანიკიძე (7ქ, 3მ), ბურჯანაძე (9ქ, 8მ), ბექაური.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
და რა კოკოშკოვის დროს არ ვაგებდით ამხანაგურებს თან პანტაპუნტით ეს არის ამხანაგური თამაშები მთავარია შესარჩევში არ ჩავისვასროტ და ნაკლები იყოს შეცდომები რაც შეეხება ცვენი კალათბურთის მომავალს და ნაკრებს ზოგადად ჩემი აზრიტ ძალიან მძიმე დროება გველის.თაობა არ ჩანს და დონე ნელა ნელა ეცემა ნაკრების რაც ძალიან საწყენია.
qutaiseli
26 აგვისტო 2016 14:08
0
კოკოშკოვის დროსაც გვაკლდენ კალატბურტელები მაგრამ ვტამასობდიტ ნუ იმარტლებტ ტავცს
შოთა გუგეშაშვილი
26 აგვისტო 2016 08:32
0
"ლაშა"-ს. მთლიანად გეთანხმები. საქარტველოს ჩემპიონატის თამაშებზე გულშემატკივარი არათუ გასამხნევებლად, მცირე ინტერესის გამოც კი საერთოდ არ დადის, თანაც შესვლა უფასოა. ჰოდა, რუსეთის უძლიერეს ნაკრებს თუ ვერ უგებენ, შეურაცხყოფას აყენებენ კალათბურთელებს.
ჰო, ეგ მშობლების დამოკიდებულება ნამდვილი პრობლემაა. საქართველოში ხომ შვილი 50 წლამდე "ბავშვია". დედიკომ უნდა მოუაროს, თანაც ზედმეტი ვარჯიში არ შეიძლება, "ბავშვი" არ გადაიღალოს:)
ნიკა
25 აგვისტო 2016 17:42
0
ზუროსი ზალიან მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია, მასზე პრეტენზია ტყუილად ნუ გექნებათ. ნაკრების პრობლემა ძალიან "მოკლე სკამია", ძირითადი ხუთეული შემცვლელი ერთიც კი არავინაა. ამ ხუთ კაცში ორი თუ ტრავმირებულია, გამოდის, სამი კაცია რეალურად მოედანზე. ზაზა ფაჩულიაც ძალიან გადაღლილი ჩანს. ასაკობრივ ნაკრებებსაც ვუყურებ, პერსპექტიული თითქმის არავინ ჩანს. ეს მარტო მწვრთნელებზე არ არის დამოკიდებული. ნიჭიერი თაობა არ მოდის, თანაც ძალზე ზერელედ ეკიდებიან საქმეს, ცუდად იქცევიან მშობლები. 18-20 წლის ახალგაზრდებს დედები და მამები რომ მიყვებიან და პატარა ბავშვებივით ექცევიან, შედეგად უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალს ვრებულობთ. ერI პრობლემა ისიც არის, 18 წლის ადამიანს(16 წლიანებზე საუბარიც არ არის), თუნდაც კარგი მონაცემებით, მშობლების გარეშე ვერ გადაუწყვეტია, საბოლოოდ უნდა თუ არა კალათბურთელობა. ამიტომ, ზერელედ ეკიდებიან საქმეს. ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები ერთად, ანუ მთავარ მწვრთნელთან ცოტა დროს ატარებენ, კალათბურთელის თვისებები, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, ე.წ. "ჯიგარი", აგრეთვე სამშობლოსადმი დამოკიდებულება და სხვა თვისებები მან ოჯახში, სკოლაში და კლუბში უნდა შეიძინოს.
ცალკე თემაა, მიმაჩნია, უმთავრესი- გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს საერთოდ არ ყავს, მიუხედავად იმისა, რომ დასწრება მატჩებზე უფასოა. ეს ამცირებს სპორტსმენის მოტივს და თვლის, რომ კარგად ითამაშებს, თუ ცუდად, მაინც არავინ ხედავს. ეროვნული ნაკრების გადამწყვეტ თამაშებზე 3-4 ათასი ადამიანის მისვლა არაფერია. გასული საუკუნის წარმატებები სპორტის გუნდურ სახეობებში(ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, წყალბურთი) ვისაც ახსოვს, ან გაუგია, ლომის წილი სწორედ გულშემატკივარს და მხარდაჭერაზე მოდიოდა. სპორტსმენები მათ გამო ბოლომდე იხარჯებოდნენ. ახლა, ცარიელ დარბაზებსა და სტადიონებზე არარ ცდილობენ თავის გამოჩენას და ტალანტიც(თუ ასეთი აქვთ) ნელე-ნელა ფერმკრთალდება.
ალბათ, ოდნავ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ეს სიმართლეა. გულშემატკივარი, ისიც მცირედი, მხოლოდ ბოლო სტადიაზე, ეროვნული ნაკრების სედეგს ითხოვს, მათი ჩართულობა და გვერდზე დგომა კი, ნულის ტოლფასია.
ლაშა
25 აგვისტო 2016 16:48
0
თითქმის ყველა წამყვანი კალათბურთელი 30 წელს გადასცდა, რეგრესირებენ, შემცვლელები კი არ ჩანს. გადახედეთ ასაკობრივი გუნდების თამაშებს, ყველა B დივიზიონში გამოდის და ჯგუფიდანაც ვეღარ გადიან.მე პირადად არ გამიკვირდება ახლო მომავალში ევროპის ჩემპიონატზე რომ ვერ ვერ გავიდეთ, ასეთია რეალობა.
dato
25 აგვისტო 2016 14:47
0
დიდად ჩახედული კალათბურთში არც მე ვარ, მაგრამ იგივე რუსეთთან სპორტის სასახლესთან ჩატარებულ მატჩში ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ წუთშესვენების აღებას საკმაოდ აგვიანებდა - ასე 6-9 ქულიანი გაქცევის შემდეგ.
ზვიადი
25 აგვისტო 2016 13:41
0
პერიმეტრს ისევ ვერაფერს ვერ ვუხერხებთ.
giga
25 აგვისტო 2016 13:40
0
სამწუხაროდ ასაკში შედიან ისინი ვინც თამაშობდნენ, შემცვლეკები კი არ ჩანან, დროთა განმავლობაში გაგვიჭირდება უფრო თუ არ გამოჩნდა ახალი თაობა.
!!!
25 აგვისტო 2016 12:45
0
ზუროსი სახელოვანი მწვრთნელია, საუბარი არ არის, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით ნაკრების მიერ ჩატარებული თითქმის ყველა თამაში ვნახე და გადამწყვეტ, კრიტიკულ მომენტში მე მწვრთნელის ხელი ვერასდროს დავინახე! ღმერთმა ქნას ვცდებოდე, თუმცა მეეჭვება ზუროსის "ტაქტიკით" მოთამაშე ჩვენს ნაკრებს დიდი წარმატებები ელოდეს
Buba
25 აგვისტო 2016 12:24
0
ეს ფორმაციის გუნდი ვერ აჩვენს კარგ შედეგს. სამიანების ოსტატები არ არის გუნდში.
გოგი ქუთაისელი
25 აგვისტო 2016 11:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული