პოლონეთი-საქართველო 80:71 - ფოლები და დანაკლისი...

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრებთან ქართველებს კარგი მოგონებები გვაკავშირებს. მწარეც რომ ტკბილად გახსენდებაო - ხომ ამბობენ, სწორედ ასეა ჩვენი საქმე.

გაგახსენებთ: საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი 1995 წლის 24 მაისს სწორედ პოლონეთთან გამართა. დამარცხდა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც დასძლია. მეორე ოფიციალური შეხვედრა 2010 წლის 2 აგვისტოს ჩაატარა - თბილისში გორტატიან პოლონეთს უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად 19 ქულით დაჯაბნა. სწორედ მაშინ თქვა მარცინ გორტატმა - ზაზა ფაჩულიამ გამანადგურაო. განმეორებითი მატჩი ვარშავაში ჩატარდა, 9 ქულის სხვაობით დავმარცხდით, რაც პოლონელებს ჩვენ გასასწრებად არ ეყოთ.
გავიდა სამი წელი და 2013 წლის ევრობასკეტზე გორტატი თავაწეული ჩავიდა: მედალი უნდა მოვიგოო. პირველივე მატჩში საქართველოს შეხვდა და - 84:67 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

თუმცა, ამხანაგურად პოლონეთს რამდენჯერაც ვეთამაშეთ, იმდენჯერ დავმარცხდით...

* * *
25 აგვისტოს, ვლოცლავეცის ტურნირის ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში ქართველებმა მასპინძლებთან 9 ქულის სხვაობით დათმეს - 71:80. არადა, იყო მომენტი, ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს 18 ქულით ჩამორჩა. ბოლო პერიოდში თამაშის შემოტრიალება კი ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. რომ მოგვეგო, სწორედ ის იქნებოდა გასაკვირი...

რატომ? მიზეზი ორია: დაკარგვები თამაშისას და კალათბურთელების დანაკლისი.

პირველი - საქართველოს ნაკრებმა გუშინდელ შეხვედრაში 26 შეცდომა დაუშვა. ეს ძალიან ბევრია. განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც პოლონეთმა მხოლოდ 12 შეცდომა დაუშვა. როდესაც დაკარგვებში ასეთი სხვაობაა, ან სამქულიანი უნდა ჩააგდო მეტოქეზე სამჯერ მეტი, ან ფარქვეშ არ შეუშვა... პოლონეთმა 8 სამიანი ჩააგდო, საქართველომ - 4. მოხსნებში სხვაობა უმნიშვნელო იყო - 31:29 საქართველოს სასარგებლოდ.

მეორე - სასტარტო ხუთეულის ოთხმა კალათბურთელმა მატჩი ვერ ჩაამთავრა. უფრო სწორად, ორმა ვერ ჩაამთავრა, ორიც მოედანზე ტრავმის გამო არ გამოჩენილა. თორნიკე შენგელია და მაიკლ დიქსონი ტრავმირებულები არიან და შეხვედრას თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ.

ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ცინცაძე კი ჯარიმების გამო ვერ დაეხმარნენ გუნდს ბოლო წუთებზე.

მეორე პერიოდის ერთ-ერთ ეპიზოდზე საქართველოს ნაკრების პრესატაშემ ასეთი რამ დაწერა: "პოლონელმა მსაჯებმა საქართველო წასაგებად გაწირეს. მეორე პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, როცა პოლონეთი 7 ქულას იგებდა, ერთ ეპიზოდში სანიკიძეს ჯარიმა და ტექნიკური მისცეს, გიორგი ცინცაძეს კი გაპროტესტებისთვის ერთბაშად 2 ტექნიკური და მოედნიდან გააძევეს. პოლონეთი-საქართველო 42:32, პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩა 01:14 წუთი..."

* * *
წაგების მიზეზებზე რომ ვლაპარაკობთ, ერთ-ერთ მიზეზად შეხვედრის სტატუსი უნდა დავასახელოთ - ამხანაგური მატჩი იყო.

როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ნაკრებს ისედაც აკლდნენ სასტარტო შემადგენლობის კალათბურთელები და, როცა შესარჩევი ეტაპი კარსაა მომდგარი, სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია. 5 დღეში ხომ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გველის - თბილისის სპორტის სასახლეში ალბანეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

რაც შეეხება პოლონეთის ტურნირს, ბრინჯაოს მედალი მასპინძლებმა მოიგეს, ჩემპიონი კი ბელგია გახდა, რომელმაც ქულამწირ მატჩში შვედეთი დაამარცხა - 56:55.

პოლონეთის ტურნირი
25 აგვისტო, პოლონეთი
პოლონეთი-საქართველო 80:71
22:18, 16:15, 16:19, 17:8
პოლონეთი: ჩჟიჟი (5ქ), ლამპე (4ქ, 5მ), სლაგთერი (6ქ), ზამოისკი (12ქ), პონიტკა (17ქ), შევჩიკი (2ქ), ვაჩინსკი (16ქ), გიელო (3ქ), სოკოლოვსკი (3ქ), ჰრიციანიუკი (5ქ, 6მ), კოზარეკი (7ქ, 4პ), სკიბნიევსკი.
საქართველო: ლეჟავა (6ქ), ზაქრაძე (3ქ), ბოისა, ფაჩულია (17ქ, 8მ), ცინცაძე (8ქ), შერმადინი (15ქ, 7მ), სანაძე (8ქ), სანიკიძე (4ქ, 4მ), ბურჯანაძე (5ქ), ჯინჭარაძე, ბექაური (5ქ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
საქმე რაშია იცით,მწვრთნელი რაც არ უნდა კარგი იყოს მას დიდ ხანს არ აჩერებენ გუნდში,მაგალითად სკარიოლა უკვე მესამე წრეზეა ესპანეთში,ანდა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი,იტალიის ნაკრების მწვრთნელი,ისინი რამდენჯერმე გაუშვეს და მერე გარკვეული დროის შემდეგ დააბრუნეს,სევე რუსეთის,სლოვენიის,ხორვატიის და სხვები გამოცვლილები არიან რამდენჯერმე,მე მხედველობაში მაქვს პერიოდი,როცა კოკოშკოვი იყო ჩვენი ნაკრების დამრიგებელი,ხოლო თავად კოკოშკოვი არ ცვლიდნენ,საქმე ცუდში და კარგში არაა,ნაკრებს ჭირდება გადახალისება,ახალი ხელი და ახალი თვალი,ახალი მწვრთნელი დიდი ხნის წინ უნდა მოეყვანათ,მაგრამ უნდა მოეყვანათ უფრო მაღალი კლასის,ზუროსის კლასი შესარჩევში გამოჩნდება,მაგრამ სამწუხაროდ ის ვერ ტოვებს სასურველ შთაბეჭდილებას,მას იგივე შეცდომები აქვს,რაც ჰქონდა კოკოშკოვს,კერძოდ წუთშესვენების აღების დაგვიანება და დარიგებების ვერშესრულება,ე.ი წუთშესვენების აღებას ორივე აგვიანებდა და შემდეგ რა დავალებებს აძლევდნენ ისინი არ სრულდებოდა,ეს დიდი ნაკლია კალათბურთში,ასე,რომ შესარჩევში გამოჩნდება ყველაფერი,მე პირადად მეეჭვება ჩვენი ჯგუფიდან გასვლა და თუ გავედით,გავალთ წვალებით.
roma
27 აგვისტო 2016 11:32
0
ასეთი ნაკრები კარგა ხანია არ მახსოვს რა ხდება უკეთესი მწვრთნელი უნდა მოგვეყვანა თორე მოთამაშეები იგივეა ამ მოთამასეებმა ევროპის ჩემპიონატი ითამაშეს ზალუიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს რომ წერენ ორი მოთამასე გვაკლიაო ნუთუ ამ ორ კცზე წყდება ყველაფერი ვიღაცამ შეიძლება ტრამვა მიიროს და რა ხდება უნდა წავაგოთ ასეთი დონის გუნდებთან? მაგრამ ბოისა რომ გეყოლება გუნდში ასე იქნება ყოველთვის სირცხვილია
joni
27 აგვისტო 2016 10:21
0
ხალხნო გაიგეტ ალბანეტს მოუგებტ ჩერნოგორიას აუცილებლატ უნდა მოუგოტ ერტი ტამასი
შოთა გუგეშაშვილი
27 აგვისტო 2016 08:36
0
ეს კაცი რაც უზახის კაი მცვრტნელიაო აგეტ პასუხი ვისაც არ გინდოდატ კოკოშკოვი
შოთა გუგეშაშვილი
26 აგვისტო 2016 18:57
0
ვერავის საქმეში ვერ ჩაერევი თუ კი ის სფერო კარგად არ იცი, მაგრამ ზუროსის ქცევებს მე ისევ კოკოშკოვი მერჩია. მწვრთნელიც და გუნდიც უფრო გაწონასწორებული იყო. ამდენი ტექნიკური 8 წლის მანძილზე არ მიუღია გუნდს. ზოგიერთებივით კინაღამ ცხრა არ დავწერე :).
თბილისის ტურნირზე წუთშესვენებების კადრებს დააკვირდით და კოკოშკოვის დროინდელ გუნდის ქცევას შეადარეთ. უსმენს კი გუნდი რას ამბობს მწვრნელი? მე მგონი არა. ან უკვე იყო მასეთი ბოდიში და ფსიქოპატი ან ჩვენებმა გახადეს თავისი ქცევებით. ორივე შემთხვევაში ფედერაციამ დროზე გამოიფხიკოს ყურები და გაერკვეს სიტუაციაში. ნუ დავამსგავსებთ საფეხბურთო ნაკრებს ჩვენს საყვარელ გუნდს.
ვეთანხმები ლევანს მაღალი კლასის კალათბურთელების დეფიციტია, თან აშკარა.
მაინც იმედი მაქვს რომ ბიჭები თავს დადებენ და ჯგუფიდან გავლენ, რაღაცნაერად მათი მაინც მჯერა, რაგბისტების არ იყოს უბრძოლველად მათი წაგებული თამაში არ მახსენდება.
არ ვიცი მე ზუროსი, ხართ მანდ საკმაო რაოდენობის ლომები(არც ერთს არ გამოგყოფთ ყველანი მიყვარხართ) და მიხედეთ საქმეს. არ ვითხოვ მაინდამაინც პირველ ადგილს მაგრამ ჯგუფიდან უნდა გახვიდეთ.
წარმატებებიიიიიიიიიიიიიიი
ოთარი-ქუთაისი
26 აგვისტო 2016 15:24
0
"ლევანი"-ს ვეთანხმები. ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს მთავარი მწვრთნელი სამ ქულიანების, მით უმეტეს, საჯარიმოების სროლას და ბურთის ტარებას ვერ ასწავლის. სწორს შვება, ყველას რომ მიცა შანსი მოედანზე გასულიყვნენ. მერე ვინმეს პრეტენზია რომ არ ქონდეს, მე უკეტესი ვარო. რეალურად პირველი ხუტეული გარდა ყველა სუსტია. დიქსონის და შენგელიას გარეშე უზარმაზარი პრობლემებია. ზაზა ფაცჩულია იმედია შესარჩევებზე უკეთესად იტამაშებს. ნუ, მარკოიშვილის ქრონიკულ ტრავმებს შეეგუენ და მას ნაკრებში ვეღარ ვიხილავთ. ეგეც დანაკლისია.
nika
26 აგვისტო 2016 14:50
0
ზუროსი ძალიან კარგი სპეციალისტი ჩანს. ცდილობს, ბევრ კალათბურთელს მიცეს თავის გამოჩენის შანსი. რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სროლას ვერავის ასწავლის, სტრატეგია კი ნამდვილად სწორია. პრობლემა "მოკლე საკამია", ანუ ძირითადი ხუთეულის გარდა მაღალ კლასს ვერავინ აჩვენებს. ამხანაგურ თამაშებში მწვრთნელი სწორედ ისეთ მოთამაშეებს არჩევს, ვისაც შეუძლია რამდენიმე წუთით მაინც ჩაანაცვლოს პირველი ხუთეული. იმედია, მაიკლ დიქსონი და შენგელია შესარჩევებისთვის გამოჯანმრთელდებიან. ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, განსაკუთრებით ნბა-ს მოთამაშეებით დაკომპლექტებული მონტენეგრო. წარმატება ჩვენს ნაკრებს. აუცილებლად მივიდეთ სპორტის სასახლეში მხარდასაჭერად.
ლევანი
26 აგვისტო 2016 14:08
0
ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ისეთი პირი უჩანს ევროპაზე ვერ გავალთ.რაგაც არ მომცონს ზუროსიიიიიიიიი
kilkauskas
26 აგვისტო 2016 12:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული