ჩვენს გულშემატკივარს უთუოდ უნდა აინტერესებდეს მაიკ დიქსონისა და თორნიკე შენგელიას ჯანმრთელობის ამბავი, რომლებმაც პოლონეთთან საკონტროლო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს.
"ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პოლონეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ბოლო მოსამზადებელი მატჩები გამართა - შვედეთთან და პოლონეთთან დამარცხდა. შესაბამისად, საქართველომ საკონტროლო მატჩები თანაბარი ბალანსით დაასრულა - 4 მოიგო და 4 წააგო.
თბილისში 27 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოსულმა ნაკრების წევრებმა
პირველ რიგში, ტრავმირებულებზე ვთქვათ: თორნიკე შენგელია გუნდთან ერთად ტრენაჟორებზე სრულად დაიტვირთა, თუმცა ბურთით - ნაკლებად. მან სროლებში და რამდენიმე კომბინაციაში ივარჯიშა, თუმცა ორმხრივი თამაშისას მოედანზე არ იმყოფებოდა.
შენგელიას აღაარაფერი აწუხებს, უბრალოდ, მწვრთნელები მის დატვირთვას ერიდებიან.
პოლონეთში, შვედეთთან მატჩში ტრავმირებული მაიკლ დიქსონი მომჯობინდა. დიაგნოსტიკამ მის მუხლში უარყოფითი ვერაფერი აჩვენა. ამერიკელ უკანახაზელს დაჭიმულობა აქვს და სასირბილოდ თავს არ იმეტებს. დღეს მან ექიმის მეთვალყურეობით, მსუბუქად ივარჯიშა.
თემურ ხვედელიძემ მას სპეციალური ვარჯიშები შეასრულებინა, რის შემდეგაც დიქსონმა მიზანიც მოსინჯა და სროლები შეასრულა.
სხვა მხრივ, ნაკრებში ყველაფერი წესრიგშია. ბიჭები დიდი მონდომებით ვარჯიშობენ და ალბანეთთან პირველი ოფიციალური მატჩისთვის გულიანად ემზადებიან.
შენგელიას და დიქსონის სტატუსი საალბანეთოდ ჯერ დაუზუსტებელია, თუმცა, დიდი ალბათობით, ორივე გავა მოედანზე - შეზღუდული დროით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"