საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევში სლოვაკეთიც გაანადგურა

AutoSharing Option
3 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მეორე მატჩი სტუმრად ბრატისლავაში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართა და 31-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:63 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთში მნიშვნელოვანი გამარჯვება საკმაოდ იოლად მოიპოვა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა უბადლოდ ითამაშა და მასპინძელთა ეროვნულ გუნდს წარმატების ყველანაირი იმედი თავიდანვე მოუსპო. ბრატისლავაში ჩატარებულ შეხვედრას საკმაოდ უარყოფითი შედეგიც ჰქონდა - საქართველოს ნაკრებმა რიგი მიზეზების გამო 3 მოთამაშე უკვე პირველივე ტაიმში დაკარგა, რომელთაგან მომდევნო - 7 სექტემბერს მონტენეგროსთან გასამართ მატჩში თამაში ორისთვის სათუოა.

დავიწყოთ ანატოლი ბოისათი, რომლის მომავალ შეხვედრაში თამაშიც ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბოისამ მეორე პერიოდში მძიმე ტრავმა მიიღო. დაცვაში ჩასვლის დროს მას დუდა სანაძე დაეჯახა და ანატოლის ცხვირი გაუტყდა. ის მედიკოსებმა ჰოსპიტალში წაიყვანეს და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა იგი 7 სექტემბერს თამაშს.

მეორე მეოთხედის ბოლო წუთზე, როცა საქართველოს ნაკრები 21 ქულით - 50:29 იგებდა, სლოვაკი ბორის ბოიანოვსკი ზაზა ფაჩულიაზე გადამეტებული უხეშობის გამო არასპორტულად დაჯარიმდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს კონფლიქტში ჩართული ბესო ლეჟავა, ხოლო ინციდენტის დროს სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესვლისთვის ანალოგიური სასჯელი მიიღო ვიქტორ სანიკიძემ.

საქმე მოთავებული იყო, ქართველები 21 ქულით იგებდნენ, მაგრამ მოუთოკავი ემოციების გამო თავი საფრთხეში ჩაიგდეს. მართალია, მეორე ტაიმში ქართველებმა კიდევ უფრო დამაჯერებლად ითამაშეს და სლოვაკებს შანსი არ დაუტოვეს, მაგრამ 2 დისკვალიფიცირებული მოთამაშის გვარიანად სანერვიულოა.

ითამაშებს თუ არა ლეჟავა მომდევნო მატჩში, ამას ფიბა-ს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს. სანიკიძეს კი მომდევნო შეხვედრის გამოტოვება არ ემუქრება.

ეს იყო ალბათ გამონაკლისი, იმ გასვლითი მატჩებიდან, რომელშიც გულშემატკივრობის მხრივ საქართველოს ნაკრებს თავი სტუმრად არ უგრძვნია. ავსტრიიდან და სლოვაკეთის მეზობელი ქვეყნებიდან ბრატისლავას "ჰანტ-არენაზე" ქართული დიასპორის საკმაოდ დიდი დესანტი იყო თავმოყრილი. ქართული დროშები სლოვაკურს სჭარბობდა, ხოლო აქტიურობით ჩვენი თანამემამულეები მასპინძლებს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, მასპინძლებმა სიტყვა ვერ შეასრულეს და დაგეგმილი ტრანსლაცია youtube.com-ზე ვერ განახორციელეს, რის გამოც საქართველოში (და ვერც ვერსად, დედამიწის ზურგზე), ამ მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება ვერ მოახერხეს.

მატჩს დაესწრო და მის დაწყებამდე ქართველ კალათბურთელებს შეხვდა ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე. არც მინისტრს და საქართველოს ნაკრების არც ერთ სხვა ქომაგს, მატჩის შედეგის გამო არ უნერვიულიათ.

კარგი დაცვისა და უკეთესი შეტევის ხარჯზე საქართველოს ნაკრები 14:4 დაწინაურდა, რითაც მასპინძლებს წუთშესვენება ააღებინა, მაგრამ არც რაიმე სხვა მოქმედებამ ქართველების შესანიშნავი თამაში ვერ შეაჩერეს.

მასპინძლებს კარგად გამოუვიდათ მხოლოდ პროვოკაცია ფაჩულიაზე, რომელსაც სხვა ქართველი კალათბურთელები წამოეგნენ.

რაც შეეხება მოედანზე მყოფებს, ყველამ, ვინც თამაშში ჩაერთო, შესანიშნავად ითამაშა. თორნიკე შენგელიასა და ზაზა ფაჩულიას ტანდემმა მატჩის დებიუტში სლოვაკების ფარქეშვეთი დაიპყრო და ჩვენს ნაკრებს ამით დიდი უპირატესობა მოუპოვა შენგელია თავად ბლომად ბურთებს ყრიდა, უკანა ხაზიდან კი მას ზურგს მაიკლ დიქსონი უმაგრებმა, რომელმაც საბოლოოდ 4-დან 4 სამქულიანი, მთლიანობაში კი 16 ქულა (პლუს 7 პასი) მიითვალა. ბომბარდირ შენნგელიას კი ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა - მის ანგარიშზე 18 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

10 ქულას ასცდნენ დუდა სანაძე (14 ქულა), ბექა ბურჯანაძე (13) და ზაზა ფაჩულია (12). გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 6 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა დაგროვდა. კარგად ითამაშეს სათადარიგოებმაც - ლუკა ზაქრაძემ, ბექა ბექაურმა, რომლებმაც სასტარტოების კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

საქართველოს ნაკრები თბილისში 4 სექტემბერს, ნაშუადღევს დაბრუნდება და 7 სექტემბერს მონტენეგროსთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის მოემზადება.

3 სექტემბერი. ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. ბრატისლავა

სლოვაკეთი-საქართველო 63:94
21:30, 8:22, 17:20, 17:22

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 28 /
რას იბოღმები და ღვარძლს ანთხევ?! მოგებაზე ასეთი რეაქცია, ნორმალურქართველს არ შეიძლება ჰქონდეს, ჰოდა საიდან "პოსტავ"? ქართველი ნაღდად არ ხარ!ნორმალური? ))))))))))))))
xxx=888=999I= ...=" 00" ))))))))))
05 სექტემბერი 2016 11:25
0
სუსტებთან მოგება რა საქმეა,მონტენეგროსთან თამაშის შემდეგ იხმაურეთ თუ იქნებით ხმაურის ხასიათზე
888
05 სექტემბერი 2016 10:35
0
უსუსურ გუნდებთან კი არა ძლიერებთან უნდა შეგწევდეთ გამარჯვების მოპოვება, რა მოხდა ალბანეთსა და სლოვაკეთს მოუგეთ, ქვეყანა კი არ დაგიქცევიათ,მახსოვს 18 წლამდელებმა ახლახან როგორ წააგეს ჯერ სომხეთთან და შემდეგ კი ისლანდიასთან სრული კრახი, მაშინ სად იყავით?
999l
05 სექტემბერი 2016 10:30
0
საამაყოა ალბანეთთან და სლოვაკიას უსუსურ ნაკრებებთან,თუ ეხლაც ვერ მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა რაიონებში იარონ ტურნირების გასამართავად
xxx
05 სექტემბერი 2016 10:23
0
ბოისას რას ერჩით? რაც იცის იმას თამაშობს გულიანად.
don tkemaladze
04 სექტემბერი 2016 20:58
0
გენაცვალეთ მიყვარხართ
vaskulat
04 სექტემბერი 2016 19:39
0
არანაირი დანაკარგი არ არის ბოისა,საერთოდ რატოა ნაკრებში, ლეჟავას არ ყოფნასაც ავიტანთ, მთავარია ვიკა გადაგვირჩა,სანიკიძის არ ყოფნა კატასტროფა იქნებოდა მონტენეგროსთან
qutaisi
04 სექტემბერი 2016 16:18
0
თამაში რომ არ აჩვენეს ყველამ იცით,მერესეტანტა სპორტზე ტულონის რეგბი უნდა ყოფილიყო და იქაც არ ჩაირთო,გავსკდი კინაღამ ნერვებზე,მაგრამ რაკი მოვიგეთ აღარ ვჩივი.კაცო ეს სამქულიანები ცოტა ჩერნოგორიისთვის გადაენახათ დალოცვილებს,რა გუშინ დახარჯეს მთელი მარაგი,ხომ ვიცით მაინცდამაინც იქ გაუფუჭდებათ ხელი და იღბალი.გილოცავთბიჭებო გამარჯვებას დაიგივეს გეხვეწებით ჩერნოგორიასთანაც.ჩვენ თქვენთან ვართ და ღმერთიც თქვენსკენ.
სოსო
04 სექტემბერი 2016 15:27
0
ვამაკობ,ევროპასჰი პრტებ გასჰლილი ვივლი, მიკვარხარტ,
topuria,
04 სექტემბერი 2016 12:46
0
მემგონი ჩვენც ვიშოვეთ ნორმალური ამერიკელი.
me
04 სექტემბერი 2016 11:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული