საქართველო-მონტენეგრო 74:76 - ზღვა ემოცია, წვეთი მოგებამდე [VIDEO]

AutoSharing Option
ეჰ, რეფერი, რეფერი....
კალათბურთი კონტაქტური სპორტია. როდესაც თანაბარი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსაჯობას. სპორტის ამ აწოწილ სახეობაში ბევრია ისეთი მომენტი, როდესაც მსაჯი წამიერად დგება დილემის წინაშე, ბურთი ერთ გუნდს გადასცეს თუ მეორეს მიანიჭოს უპირატესობა. ასე მოიქცევა თუ ისე, ტრიბუნიდან მომზირალი გულშემატკივრისთვის რთული იქნება მსაჯის გადაწყვეტილების სამართლიანობაზე ლაპარაკი.

ჰოდა, ასეთ დროს არბიტრი, როგორც წესი, მასპინძლის მხარეს იჭერს, რომ ქომაგთა გინება არ დაიმსახუროს. საქართველო-მონტენეგროს მატჩისას კი, არბიტრების შემყურეთ, თავი მონტენეგროში გვეგონა - ჯერ ზაზა ფაჩულიას მისცეს სადავო მეხუთე ფოლი, შემდეგ გიორგი შერმადინს
დაატოვებინეს (ხუთი ჯარიმის გამო) მოედანი.

არადა, ისინი მონტენეგროელები რომ ყოფილიყვნენ და მატჩი პოდგორიცაში გამართულიყო, დიდი ალბათობით, არ დააჯარიმებდნენ.

სწორედ ზაზას და გიორგის არყოფნა დაეტყო გუნდს ბოლო წამებზე, როდესაც მეტოქემ ბურთი ჩვენს ფარზე რამდენიმეჯერ მოხსნა. თუმცა, თუ მსაჯებს ჩვენი წაგება ჰქონდათ ჩაფიქრებული, ვერც ფაჩულია და შერმადინი გვიშველიდნენ.

რატომ ვმსჯელობთ არბიტრების მოქმედებაზე ასე თამამად? მიზეზი მარტივია: სწორედ იმ დროს, როდესაც ტაბლოზე 74:74 ეწერა, ნიკოლა ვუჩევიჩმა ჩვენს ფარქვეშ მდგარ თორნიკე შენგელიას ხელი აშკარად ჰკრა, თოკო გვერდზე გადააგდო, თავად კი მოხსნა და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

დარჩენილ 3 წამში ქართველებმა ბურთი გვერდითი ხაზიდან გამოიტანეს, თუმცა მაიკლ დიქსონის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. 76:74 მონტენეგროს სასარგებლოდ.

ვუჩევიჩისა და შენგელიას ეპიზოდი ის სიტუაცია იყო, რომლის გამეორებით ხილვის შემთხვევაში ვუჩევიჩიც ვერ გაიმართლებდა თავს. სამართლიანი იქნებოდა, თუ იმ ეპიზოდში მსაჯი ნიკოლას დააჯარიმებდა. რადგან მონტენეგროს იმ მომენტისთვის უკვე ოთხი ჯარიმა ჰქონდა, შენგელიას ორი საჯარიმოს ტყორცნის უფლება მიეცემოდა და არა მონტენეგრო, არამედ საქართველო მოიგებდა...

ზუსტად 3 წლის წინ, 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე სლოვენიასთან ბოლო წამებზე 68:74 დამარცხდა. ვისაც ის მატჩი ახსოვს, არ გაუკვირდება, თუ ვიტყვით, ბოლო წამებზე არბიტრებმა მხოლოდ სლოვენიის სასარგებლოდ უსტვინეს. სწორედ ისე, როგორც გუშინ, სპორტის სასახლეში.

სამიანები
მსაჯის ერთი დასტვენა ან ერთი არდასტვენა როდესაც წყვეტს თამაშის ბედს, ბევრი გამართლებაზე ლაპარაკობს. მონტენეგროელთა მთავარმა მწვრთნელმა ბოგდან ტანიევიჩმა ნამატჩევს აღნიშნა:

"არ ვთვლი, რომ გაგვიმართლა, ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო. მეორე პერიოდში, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი სხვაობა მოიპოვა, მალევე მოვახერხეთ ჩამორჩენის გაბათილება. სწორედ ამ ეპიზოდმა იქონია დიდი გავლენა მატჩის შედეგზე.

ისევე, როგორც ჩვენ, საქართველოსაც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ასეთი გუნდების მატჩში ძალიან ბევრს წყვეტს მცირე ნიუანსები".

მაინც რა ნიუანსებმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი? როდესაც მეტოქე 13 სამქულიანს ჩააგდებს, შენ - 3-ს, ლოგიკურად მოგებაც მას უნდა დარჩეს... საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს მოვუსმინოთ:

"საქართველოს ნაკრები მოედანზე სათანადოდ კონცენტრირებული გავიდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში კონცენტრაცია დავკარგეთ, განსაკუთრებით, შეტევაში.

იყო შეცდომები, რომლებმაც თამაშის ბედზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ბევრი იოლად ჩასაგდები ბურთი ვერ მოვათავსეთ კალათში, მონტენეგრომ კი რთული სროლები გამოიყენა.

ჩაგვიგდეს 13 სამქულიანი. ეს ძალიან ბევრია. დაცვაში ამ კომპონენტზე ვმუშაობდით, თუმცა მონტენეგროელმა კალათბურთელებმა ბევრი სამიანი ძალიან შორიდან სტყორცნეს, 9-10 მეტრიდან... და ჩააგდეს... ასე მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის გუნდები აკეთებენ".

Sportall.Ge

ფარი
მონტენეგრომ 13 სამქულიანის პარალელურად, 12 ორქულიანი გამოიყენა, 42 ორიანი ისროლა და 33 სამიანი. ეს სტატისტიკა პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ჩვენს მეტოქეს შორეული ტყორცნების სტრატეგია ჰქონდა არჩეული.

საკითხავი ის არის, რატომ აირჩია ბოგდან ტანიევიჩმა ასეთი ტაქტიკა. მიზეზი მარტივია: მიუხედავად იმისა, რომ ბალკანელებს "ორლანდო მეჯიქის" მეფარე ნიკოლა ვუჩევიჩი ჩამოჰყვათ, სამწამიან ზონაში მაინც ბევრი არაფერი გამოსდიოდათ (ბოლო ათწამეულს თუ არ ჩავთვლით).

თავად განსაჯეთ: საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეს მოხსნებში 48:37 აჯობა, ხოლო სამწამიანი ზონიდან თითქმის ორჯერ მეტი ბურთი ჩაუგდო - 40:24. ამ მხრივ აღსანიშნავია ზაზა ფაჩულიას თამაში, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი.

როდესაც ფარქვეშიდან ქულების მოგროვება გიჭირს, პერიმეტრზე აკეთებ აქცენტს. მონტენეგროს კი, სლოვაკეთისგან განსხვავებით, მაღალი დონის შემსრულებლები აღმოაჩნდა და მიზანსაც მიაღწია.

გულშემატკივარი
2010 წლის შემდეგ (საქართველო-ბელგია) სპორტის სასახლე პირთამდე მეორედ გუშინ გაივსო. თვით მონტენეგროელებიც მოხიბლულნი დარჩნენ ქართული ქომაგობით:

"საქართველოში 50 წლის წინ მაქვს ნათამაშები. მაშინ "დინამოში" ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ასპარეზობდნენ. ყველაზე მეტად გავსებული დარბაზი და მხურვალე ქომაგობა მახსოვს.

ვიცოდი, რომ ქართველებს კალათბურთი ძალიან გიყვართ, მდიდარი ტრადიციები გაქვთ და დღესაც ბოლომდე გაივსებოდა დარბაზი. მშვენიერი სანახაობა იყო და ვფიქრობთ, ჩვენც კარგი კალათბურთი ვუჩვენეთ", - აღნიშნა ჩერნოგორიელთა დამრიგებელმა ბოგდან ტანიევიჩმა.

ჩვენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა კი თითოეულ ქომაგს მხურვალე მადლობა გადაუხადა.

წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია, მით უმეტეს, როცა თვალწინ გიდგას რამდენიმე ეპიზოდი, რომლის საჩვენოდ დასრულების შემდეგ თავისუფლად შეიძლებოდა თამაშის მოგება. გულშემატკივარი დარბაზიდან გულდაწყვეტილი კი წავიდა, მაგრამ არა გულნაკლული - კალათბურთელებმა იბრძოლეს, მაღალი კლასის კალათბურთი უჩვენეს და თანაბარ ბრძოლაში გამარჯვებამდე ერთი ზუსტი ტყორცნა დააკლდათ.

დაბოლოს
საქართველოს ნაკრებს მონტენეგროსთან რომ მოეგო, ერთი ფეხით ევროპის ჩემპიონატზე იქნებოდა. თუმცა არც ამ წაგებით დასრულებულა ყველაფერი, შანსი ისევ არის. თანაც დიდი შანსი... თუნდაც შვიდიდან ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრაა საკმაოდ რეალური.

"წავაგეთ ბრძოლა. ომი გრძელდება. ჩვენი ცხოვრებაც ომია, არც ერთ საქმეში არ შეიძლება დანებება, ბოლომდე უნდა იბრძოლო და ბოლომდე უნდა მიიყვანო.

მჯერა ჩემი კალათბურთელების, ვიცი მათი მებრძოლი ხასიათის შესახებ და დარწმუნებული ვარ, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ერთად მივაღწევთ მიზანს, რომელიც შესარჩევის დაწყებამდე დავისახეთ - ევრობასკეტი 2017", - გვაიმედებს ილიას ზუროსი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. III ტური
A ჯგუფი
ბელგია-ისლანდია 80:65
შვეიცარია-კვიპროსი 76:80

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 3 3 0 232:183 6
2. ისლანდია 3 2 1 228:216 5
3. კვიპროსი 3 1 2 190:216 4
4. შვეიცარია 3 0 3 220:255 3

B ჯგუფი
გერმანია-ჰოლანდია 71:75
ავსტრია-დანია 86:66

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. გერმანია 3 2 1 233:208 5
2. ავსტრია 3 2 1 220:199 5
3. ჰოლანდია 3 2 1 237:218 5
4. დანია 3 0 3 212:277 3

C ჯგუფი
შვედეთი-რუსეთი 73:85

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. რუსეთი 2 2 0 168:127 4
2. ბოსნია 2 1 1 128:154 3
3.შვედეთი 2 0 2 144:159 2

D ჯგუფი
პოლონეთი-ესტონეთი 78:64
ბელორუსი-პორტუგალია 72:62

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. პოლონეთი 3 3 0 258:200 6
2. ესტონეთი 3 2 1 221:208 5
3. ბელორუსი 3 1 2 213:240 4
4. პორტუგალია 3 0 3 187:231 3

E ჯგუფი
სლოვენია-უკრაინა 81:77
ბულგარეთი-კოსოვო 105:84

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სლოვენია 3 3 0 280:223 6
2. უკრაინა 3 2 1 226:216 5
3. ბულგარეთი 3 1 2 252:246 4
4. კოსოვო 3 0 3 215:288 3

F ჯგუფი
საქართველო-ჩერნოგორია 74:76
სლოვაკეთი-ალბანეთი 69:60

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჩერნოგორია 3 3 0 286:212 6
2. საქართველო 3 2 1 254:186 5
3. სლოვაკეთი 3 1 2 197:251 4
4. ალბანეთი 3 0 3 180:268 3

G ჯგუფი
მაკედონია-უნგრეთი 66:76
დიდი ბრიტანეთი-ლუქსემბურგი 95:72

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. უნგრეთი 3 3 0 261:207 6
2. დ. ბრიტანეთი 3 2 1 268:247 5
3. მაკედონია 3 1 2 234:247 4
4. ლუქსემბურგი 3 0 3 211:273 3

მეორეადგილოსანთა ცხრილი
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. საქართველო 2 1 1 168:139 3
2. ესტონეთი 2 1 1 145:140 3
3. უკრაინა 2 1 1 156:153 3
4. ავსტრია 2 1 1 134:133 3
5. დ. ბრიტანეთი 2 1 1 173:175 3
6. ისლანდია 2 1 1 140:144 3
7. ბოსნია 2 1 1 128:154 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
საქართველო მეორე ადგილიდანაც გავა ევროპაზე, მაგრამ რატომ უნდა წავაგოთ ყველა გადამწყვეტი მატჩი , რომელშიც 100 პროცენტით შეგვიძლია მოგება და ყოველთვის სათუოს ვხდით წარმატებას. არ არის მონტენეგრო ევროპის უძლიერესი ნაკრებების ათეულის წარმომადგენელიც კი. ეს ჩვენ თვითონ ვქმნით არაფრისგან საფრთხობელას. ერთი საშუალო დონის ნორმალური გუნდია რომელსაც ყოველგვარი გაჭირვების გარეშე უნდა ვუგებდეთ თბილისში. რასაც ზუროსი ლაპარაკობს სისულელეა. მწვრთნელი იმიტომაც სჭირდება გუნდს რომ შეხვედრას წარუძღვეს და გადამწყვეტ მომენტებში საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს. როდესაც ანგარიშში დავწინაურდით და ბიჭები აზარტის ხარჯზე შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ მწვრთნელი რისი მაქნისია თუ ამ დროს გუნდი არ დაალაგე და სწორად არ წარმართე შემდგომი მოქმედება, რაც ვერ გააკეთა ზუროსმა. ასე რომ არ იყოს "ბარსელონას" მწვრთნელი საერთოდ არ დასჭირდებოდა ფეხბურთში. და ყველაფერი ეს ვუჩევიჩები და ვიღაციჩევიჩები კი არა ოლიმპიადაზე ნბა-ს სუპერვარსკვლავები ძლივს იგებდნენ რიგ თამაშებს ისე ყავდათ ამოკეტილი საშუალო დონის კალათბირთელებს.
........
08 სექტემბერი 2016 12:39
0
ჯერ-ჯერობით საუკეთესო მეორეადგილოსანი ვართ... ე.ი. მონტენეგროში წაგების შემთხვევაში ბურთების საკუთესო სხვაობის იმედი უნდა გვქონდეს. სლოვაკეთი და ალბანეთი რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დავამარცხოთ.
თემო
08 სექტემბერი 2016 12:18
0
თამაში რომ მოგვეგო, კრიტიკა ალბათ ნაკლებად დაიწერებოდა. მაგრამ მონტენეგროსთან თამაშის სტატისტიკს თუ გადავხედავთ,საკმაოდ ბევრ კომპონენტში ვაჯობეთ მონტენეგროს, თუ არ ჩავთვლით სამქულიანების დაბალი პროცენტულ მაჩვენებლბეს და უაზროდ ბევრ დაკარგვებს შეტევაში, ფაცი-ფუცობით და არასწორად მიგებული გადაწყვეტილებებით, როცა შეიძლებოდა პოზიციურად შეგვეტია. სათამაშო დისციპლინამ ბევრჯერ დაგვაღალატო ესეთ მნიშვნელოვან თამაშებში , როგორიც გუშინ იყო. გავიხსენოთ თუნდაც ლიტვასთან ევრობასკეტზე 2015 წელს... ნეტა ჩვენი ნაკრეის კალათბურტელები თუ კითხულობენ ხანდახან მაინც ხალხის აზრს? ალბათ არა, სამწუხაროდ და ალბათ მოედანზეც მწვრთნელსაც ხშირად აღალატებენ. მესმის დიდი ემოცია ასეთ თამაშებზე, მაგრამ ცოთა მეტი პროფესიონალიზმი არ გვაწყენდა
giorgi
08 სექტემბერი 2016 12:08
0
სანაძის საბედისწერო შეცდომა, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო ბურთი დაკარგა სწრაფ შეტევაში პლუს ტექნიკური აიღო და 4 ქულიანი შეტევა გააკეთეს მონტენეგროელებმა... სანიკიძემაც მისთვის უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დაუშვა... მაგრამ ეს გერმანელი ჩათლახი მსაჯი ხომ სულ სხვა თემაა... ძალიან დასანანი და მტკივნეული მარცხი იყო, კიდე არ ამომდის გონებიდან!!!
musenbazi
08 სექტემბერი 2016 11:49
0
თუ სამქლიანების სროლას ვერ ისწავლიან, შედარებით ძლიერ გუნდებთან არაფერი გამოგვივა.
777
08 სექტემბერი 2016 11:40
0
ეს კალათბურთია, თანაბარი დონის გუნდების თამაშისას ასეთი რამეები თითქმის ყოველთვის ხდება, მსაჯებს ასეთ დროს დიახაც უდიდესი როლი ენიჭებათ. მსაჯებმა გაგვწირეს, 3 თუ 4 მართლა 8-9 მეტრიანი სამიანი ჩაგვიგდეს, ჩვენები პერიმეტრზე რამდენჯერაც მარტო დარჩნენ, ვერცერთი ვერ ჩააგდეს, არა უშავს, მე მგონია მადლობა უნდა ვუთხრათ ბიჭებს ამ ულამაზესი მატჩისათვის და გავამხნევოთ საპასუხო მატჩის წინ, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ. წინ ფაჩულია და კომპანია!
bavaria
08 სექტემბერი 2016 11:39
0
roma
არასწორად მსჯელობ -

ნაკრებმა იბრძოლა,კლასიც ანახა და გამარჯვებაც ახლოს იყო ,

მაგრამ მ ა რ თ ლ ა მსაჯის შეცდომებმა გადაწყვიტა თამაშის ბედი -

გაცილებით მ ე ტ ი არასწორი ჩასტვენა იყო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ,მაგრამ პ რ ო ბ ლ ე მ ა
სხვა რამეა -

ე.წ. ,,მცირე სკამი,, გვყავს მ ხ ო ლ ო დ 6 მაღალი კლასის კალსთბურთელი -

სანაძე ფორმაში ა რ არის,შარშან გაცილებით ძლიერად იყო...
ა რ გაიზარდამპირიქით,
ბურჯანაძე და მეტრეველი..ა რ იზრდებიან და ეს ა შ კ ა რ ა ა ...

და ჭიდაობა და კალათბურთი ძ ლ ი ე რ განსხვავდება ერთმანეთისაგან (!)
glaxuna
08 სექტემბერი 2016 11:35
0
კი, ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ მსაჯმა რო გადაწყვიტა თამაშის ბედი ამას ბრმაც დაინახავდა. ასეთი თანაბარი გუნდების თამაშის დროს მსაჯის თითოეული მოქმედება ახდენს გავლენას
mamuka
08 სექტემბერი 2016 11:33
0
დიდი ბოდიში გულშემატკივარს,მაგრამ ჩვენ გუშინ დავმარცხდით ჩვენი არაპროფესიონალიზმის და არაკომპენტენტურობის ხარჯზე,ეს ეხება პირველ რიგში კალათბურთელებს და მწვრთნელებს,ასეთი ვითომ ბავშვური შეცდომების ხარჯზე დავმარცხდით შარშან ლიტვასთან ევრობასეკეთზე,თითქმის მოგებული მატჩი დავთმეთ,მაგრამ გაიგეთ ყველამ,რომ ეს ყველაფერი ის ბავშვური შეცდომების ბრალი არაა,ეს არის კიდევ ვიმეორებ არაპრესიონალობა და არაკომპენტენტურობა,რაც ძალიან,ძალიან სამწუხაროა.რაც შეეხება მსაჯებს,კი ბატონო რამდენიმე მომენტში ჩაუსტვინეს არასამართლიანად,მაგრამ იყო მომენტები,რომ მეორე მხარის მიმართაც არასამართლიანად უსტვენდნენ,ისინიც ადამიანები არიან და მათაც მოსდით შეცდომები,ეს ყველგან ხდება,მაგრამ საკუთარ მოედანზე ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ უნდა იყოს,ამ ჯუფში სამი გუნდიდან მონტენეგროს უნდა აჯობო,თორემ ალბანეთს და სლოვაკეთს ყველა კი მოუგებს,ეს პრობლემა არაა,თუ რამის ამბიცია გაქვს,მაშინ კეთილი ინებე და საკუთარ მოედანზე მაინც დაამარცხე მონტენეგრო,თავის მსაჯებიან,ფიბა-იანად,როგორც ეს გააკეთა ვლადიმერ ხინჩაგაშვილმა ოლიმპიადის ფინალში,გახსოვთ ყველას,როგორ დაამარცხა მოწინააღმდეგე,მისი მწვრთნელები,მსაჯები,ერთი მსაჯი კი არა მთელი მსაჯების ხროვა და გახდა გამარჯვებული,აი მაგალითი,ამ შემთხვევაში კითხვები არ იყო,ძალა აღმართს ხნავს.
roma
08 სექტემბერი 2016 11:09
0
ისედაც ორი ცენტრი სკამზე იჯდა და კიდევ დაემატა მსაჯის მიერ არნახულმა ასე ვთქვათ მსაჯობამ როდესაც ვუჩენიჩმა მუჯლუგუნი ჰკრა შენგელიას და ამაზე თვალი დახუჭა მსაჯმა, ბოლო ვიდეორეფერი შემიღონ და დადგან ეს კამერა რომ შეიძლებოდეს ეპიზოდის ნახვა განმეორებით ისე როგორც ეს იყო ოლიმპიადაზე მოჭიდავეებთან, მოკლედ მსაჯის გამო წავაგეთ ეს უკვე ფაქტია.
Khvicha
08 სექტემბერი 2016 10:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული