"ტრიბუნები მონტენეგროსთან არასოდეს დამავიწყდება - ახლაც გვჭირდებით!"

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა, მეხუთე ტურის წინ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა მაიკლ დიქსონმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს ჩვენი მეტოქე სლოვაკეთის ნაკრები იქნება. მატჩი "სპორტის სასახლეში" 19:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ევრობასკეტის საგზურს გაინაღდებს.

"საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ძალიან ახლოსაა. მზად ვართ სლოვაკეთთან მატჩისთვის. მონტენეგროსთან ნანახი ტრიბუნები მეხსიერებიდან არასოდეს ამომივა და გამარჯვებისთვის გულშემატკივარი ახლაც გვჭირდება. მინდა, დარბაზი ისეთივე ლამაზი და ხმაურიანი იყოს სლოვაკეთთან მატჩისას, როგორც ეს მონტენეგროსთან იყო", - განაცხადა დიქსონმა.

მომზადებულია
gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
გორი დარწმუნებული ხარ რომ არ იცის სროლა 3 ქულიანის?
გიორგი
11:33 20-09-2016
0
შემონდ უილიამსის დარი არცერთი არ არის. სამქულიანებს მაგრად ისროდა.
jeims
18:41 14-09-2016
0

სიახლეები პოპულარული