საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფში ცნობილია

AutoSharing Option
22 ნოემბერს სტამბოლში ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ისრაელში ქალაქ თელ ავივში ჩაატარებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია.

წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:

A ჯგუფი: პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ისლანდია, სლოვენია
B ჯგუფი: უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, საქართველო, იტალია, გერმანია
C ჯგუფი: ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, უნგრეთი
D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, სერბეთი, ლატვია, თურქეთი, ბელგია

ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფური ეტაპი 31 აგვისტოს დაიწყება და
17 სექტემბერს
დასრულდება. ჯფუფური ეტაპის ოთხ ქვეყანაში ჩატარდება: ფინეთში, ისრაელში, რუმინეთსა და თურქეთში.

პლეი ოფში თითო ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გადის და მერვედფინალში აგრძელებს ასპარეზობას. ტურნირის ფინალური სტადიას კი უკვე თურქეთი უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ გავითვალისწინებთ ჩვენს (მეოთხე) კალათას, A ჯგუფში სლოვენიის მაგივრად ვიქნებოდით, C–ში უნგრეთის, D–ში კი – რუსეთის. ცოტათი ალბათ მაინც A ჯგუფი გვერჩივნა, რადგან იქ საფრანგეთისა და საბერძნეთის გარდა ჩვენზე ძლიერი არავინაა, მარა პრინციპში, დაახლოებით თანაბარი ჯგუფები გამოვიდა და წესით არცერთიდან არ უნდა გაგვჭირვებოდა გასვლა. ახლა თუ გერმანიას (ოღონდ უნოვიცკოს) და უკრაინას ვერ მოვუგეთ, რა გვინდა ევროპაზე
მერაბი
03:03 23-11-2016
0
მარკოისვილის ჯამრტელობა როგორ არის
შოთა გუგეშაშვილი
09:22 23-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული