ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:41 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა მოიპოვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28-28 ქულა კევინ დურანტმა და სტუმართა კალათბურთელმა ჰასან უაიტსაიდმა მოაგროვეს. ამასთან ერთად, უაიტსაიდმა 20 მოხსნაც მიითვალა.
ოკლენდელებს არ ჰყავდათ კლეი ტომპსონი, მისი ადგილი სასტარტოში კი პატრიკ მაკკოიმ დაიკავა.
33 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ პირველია NBA-ში. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 13 იანვარს შინ "დეტროიტთან", ჩვენი დროით დილის 07:30 საათზე გამართავს.
კიდევ ერთი ბრიწყინვალე თამაში და მისი გმირული მოქმედებები.
რა ბედნიერია ერი, როცა ასეთი შვილი ჰყავს.