ეს ზაზამაც კარგად იცის... NBA.COM "ოლ სტარში" ფაჩულიას შანსებს აფასებს

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სტარტერთა ხმის მიცემის მეორე საშუალედო შედეგები ცნობილია - ზაზა ფაჩულიამ დასავლეთის ფორვარდთა შორის მეორე ადგილი განიმტკიცა.

- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები: ზაზა ფაჩულია ისევ მეორეზეა!
- რეალურად რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას, ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში

ამას NBA.COM სპეციალური სტატიით გამოეხმაურა:

"ზაზა ფაჩულიას ხმები ამჯერად 823 476-ს ითვლის. ეს კი 192 ათასით მეტია, ვიდრე "სან ანტონიოს" კავაი ლეონარდის მაჩვენებელი, ვინც მესამე ადგილზეა. ეს კიდევ თითქმის ორმაგია ერთი კვირის სხვაობასთან შედარებით - მაშინ ზაზა კავაის 98
ათასი ხმით უსწრებდა.

გასულ კვირასთან შედარებით, დასავლეთის კონფერენციის ფორვარდთა ათეულის მდგომარეობა არ შეცვლილა, მაგრამ ფაჩულიას ხმების ჯამი 87,3%-ით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი კი, თუ აჩქარების მიხედვით დავახარისხებთ, მეოთხეა NBA-ში თავის კატეგორიაში. ზაზა მხოლოდ თანაგუნდელ დრეიმონდ გრინს (96%), ლამარკუს ოლდრიჯს (89%) და დემარკუს კაზინსს (87,4%) ჩამორჩება.

ფანების გამოკითხვა ორშაბათს 23:59-ზე სრულდება (აღმოსავლეთამერიკული დროით), "ოლ სტარის" ვარსკვლავები კი მხოლოდ 19 იანვარს გამოცხადდება, TNT-ის ლაივშოუში. ზუსტად ერთი თვის მერე კი ნიუ ორლეანში მატჩიც გაიმართება.

სტარტერებს ფანები, მედია და კალათბურთელები შეარჩევენ, ხოლო თითო გუნდში 7-7 სათადარიგოს უკვე მწვრთნელები დაასახალებენ.

არავინ აღარ დარდობს იმის გამო, რომ ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 5,5 ქულასა და 5,7 მოხსნას აკეთებს (18,4 წუთში), "ოლ სტარტის" სასტარტოში ადგილს რომელიმე ფორვარდს ან ცენტრს წაართმევს, ვინც თამაშს მასზე მეტად იმსახურებს.

შარშან ფაჩულიამ, რომელმაც ბევრი გუნდი მოიარა NBA-ში, 14 227 ხმა დააკლო მიზანს, ფორვარდებს შორის მე-4 ადგილზე გავიდა და "ოლ სტარი" ვერ ითამაშა.

წლეულს NBA სულ სხვანაირად ასახელებს "ყველა ვარსკვლავის" მონაწილეებს, მხოლოდ ფანების ხმები საკმარისი არ არის, მას 50%-იანი ძალა აქვს. 25-25% კი მედიასა და კალათბურთელების ხმებზეა დამოკიდებული.

ფაჩულიამ სამი მაჩვენებლიდან ორში მაინც უნდა აჩვენოს კარგი შედეგი, რომ უფრო დამსახურებული კალათბურთელი ამოაგდოს შემადგენლობიდან.

ეს თავად ზაზამაც კარგად იცის, მან ახლახან NBA TV-ის დენის სკოტს განუცხადა:

"მე ისედაც ვთავაშობ "ოლ სტარში", რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოთხივე თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტის" სასტარტო შემადგენლობიდან ნიუ ორლეანში ითამაშებს. ასე რომ, "ოლ სტარში" ყოველდღე ისედაც ვთამაშობ", - გვითხრა ზაზამ სიცილით და ყურადღება "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავურ კვარტეტზე (კარი, ტომპსონი, დურანტი, გრინი) გაამახვილა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფაჩულია საკმაოდ პოპულარულია თანაგუნდელებში, მეტოქეებში და მედიაშიც კი. ასე რომ, ხმები მან აქაც შეიძლება მიიღოს.

ასევე მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ხმებზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება საგარეო ფაქტორმაც იქონიოს. მაგალითად, ზაზას სამშობლოში მთავარი ბანკი მოუწოდებს კლიენტებს, სწორედ მას დაუჭირონ მხარი"...
მკითხველის კომენტარები / 39 /
უბერავს ამერიკელები როდის იყო ქართველი სხვის მოწოდებაზე აკეთებდა რამეს მით უმეტეს ბანკის
mmm
13 იანვარი 2017 20:45
0
რის ბანკები რა ბანკები,ხალხო ამ წურბელელების გარეშე გააკეთეთ ის რასაც გული გიკარნახებთ
მურთაზი
13 იანვარი 2017 20:23
0
ესეცაა,რომ ცოტა უხერხული მომენტი ექნებათ ყველას მილიონზე მეტი ხმით დატოვონ კალათბურთელი ოლსტარის გარეშე.თანაც მეორეცააა არამგონია ახლა რომელიმე ვარსკვლავზე მეტად ლაპარაკობდნენ ამერიკაში ვიდრე ზაზაზე.ეს უკვე მაგარიააა.
lasha
13 იანვარი 2017 20:03
0
- "ბანკი, არა იხვის ტოლმა"! :) პ.ს.ზაზა, ხალხს უყვარს. ხ ა ლ ხ ს !
როგორ გინდა გათარაგმნო, არა და ზუსტად შეეფერება :
13 იანვარი 2017 19:09
0
ქართველებს ბანკების და ვიღაც პიარშიკების მოწოდებები არ გვჭირდება, ბანკი რომ მოუწოდებს პირველად გავიგე. ჩვენ იმას ვაკეთებთ რაც გასაკეთებელია
gio
13 იანვარი 2017 19:08
0
ბანკს მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ამერიკელების საპასუხოდ ვამბობ, ბანკის გამო არ ვაძლევთ ზაზას ხმას. ის პატრიოტია და სამაგალითო ქართველია.
Georgiano
13 იანვარი 2017 18:57
0
ზაზას პასუხი მომეწონა: ისედაც ყოვედღე ვთამაშობ "ოლ სტარშიო". მაგარი კაცია და ღმერთმა ხელი მოუმართოს. NBA-ს ჩემპიონობას ვუსურვებ ზაზას და მის გუნდს. მიდი ზაზა მიაწექი ბოლომდე. შენ უკვე დაამტკიცე რომ გოლდენ სტეიტში დაუმსახურებლად არ აგიყვანეს და ეს უკვე დიდი მიღწევაა...
მალხაზი
13 იანვარი 2017 18:22
0
საბოლოოდ მილიონზე მეტი ხმა არამგონია ასე ადვილად გაატარონ, მედიამ პირველ რიგში
svan
13 იანვარი 2017 18:11
0
ერთი მაგ კვახ ამერიკელებს გადაეცით, ბანკი ან ბანკები რასაც მოუწოდებენ ხალხს, ეგ აქ ყველას კიდია, ჩვენ უბრალოდ, უბრალო კაცს ვაძლევთ ხმას.
დათო
13 იანვარი 2017 17:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული