NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

AutoSharing Option
20 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა. სამწუხაროდ, არ გამართლდა ქართველი გულშემატკივრის იმედი - სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.

გულშემატკივართა 1
528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთი კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.

იხილეთ ინგლისური ვერსია - 2017 NBA All-Star Game Starters Announced
მკითხველის კომენტარები / 24 /
ამათი ვერაფერი გავიგე,ტრამპა მილიონ ნახევრით ნაკლები ხმა მიიღო და პრეზიდენტი გახდა,აქ კიდე ზაზა,რა საჭიროა ეგ არჩევნები ან ხალხის გამოკითხვა,მ...... სამართალი.
margal
20 იანვარი 2017 13:07
0
შურმა და ბოღმამ არ იცის საზღვრები ნუ გგონიათ ნურც აშშ და ნურავინ დემოკრატიის აკვანი. რუსეთი ბოღმას რომ არ მალავს ეს უფრო კარგად მიმაჩნია.
samtredski
20 იანვარი 2017 12:59
0
ეს ხომ ამერიკაა "დემოკრატიის აკვანი". არ მოგწონს ხალხის არჩეული პრეზიდენტი? გამოაცხადე რუსეთის აგენტად, არ გინდა ფაჩულია? შეცვალე წესდება....
golden state champion!!!!!!!!!
20 იანვარი 2017 12:40
0
ზაზა არია ქართველი ხალხის სიამაყე და ესაა ყველაზე მთავარი, ოლსტარი კარგი იქნებოდა მაგრამ არა უმთავრესი.
ვალერი
20 იანვარი 2017 12:35
0
ზაზა ჩვენი სიამაყეა.

ზაზა - დღეს მინდა ჰარდენი არ გაახარო. ეს იქნება ყველაფერზე პასუხი.

ზაზას და სრულიად საქართველოს წარმატებები.
ჯონი
20 იანვარი 2017 12:19
0
მილიონ ნახევარი ხმა?! :დდ ბრავო ჩვენ... რამდენმა მოთამაშემ აიღო ამდენი ხმა?! შეურაწყოფაა ეს ყველაფერი უბრალოდ ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა მაგრამ ერთადერთი იმის იმედი მქონდა რომ მედია ამ ხმებს გაითვალისწინებდა...! ეს უბრალოდ შეურაწმყოფელია! რა აზრი აქვს საერთოდ ხმა რომ მივცეთ მოთამაშეებს რროგორც მათ სურთ ისე იქნება მაინც ყველაფერი მაგრამ ზაზას 10დან ათივეს მივცემ ხმას შემდეგ წელსაც
svan
20 იანვარი 2017 12:19
0
ზაზა გილოცავ! ფაქტიურად 99 % იმ ქართველების ვისაც ინტერნეტი აქვს და კალათბურთისათვის ერთხელ მაინც უყურებია , ხმა მოგცა, მხარი დაგიჭირეთ! დამსახურებული გაქვს, როგორც კალათბურთელს, როგორც ქართველ და როგორც კაცს! გაგიმარჯოს! ახლა უნდა ვნახოთ კერი რა კაცია?!
არჩილ ხოფერია
20 იანვარი 2017 12:14
0
მთავარია ჩემპიონი გახდეს! ოლ სტარი შოუა და არ არის ეს კაცი შოუმენი. ყველაფერი თავის ადგილზეა. წარმატება ზაზას!
რეზო
20 იანვარი 2017 11:54
0
ძალიან მაგარი შედეგია - მედიას მე-10 და მოთამაშეების მე-12 ადგილი. და გულშემატკივრების 1,5 მილიონი ხომ მით უმეტეს. კი თქვა მამუკამ, ნუ დაგვაპირისპირებთ ფეხბურთელებსო. მაგრამ რეაგბისტები და კალათბურთელები რომ მთლიანად იხარჯებიან სარბიელზე და პირველ რიგში ზაზაც - ამას დანახვაც უნდა და დაფასებაც!
alexandre
20 იანვარი 2017 11:08
0
ვერ მოხვდა?არა უშავს,ჩვენ დავამტკიცეთ,რომ სიყვარულის გამო შეგვიძლია გაერთიანება და ეს ამ გათითოკაცებული ხალხისათვის ცუდი ნამდვილად არ არის.თანაც ჩვენმა გარჯამ შედეგი მაინც გამოიღო,ზაზას თამაშს ყურადღება ამერიკელებმაც მიაქციეს,დაინახეს მის თამაშში ის დადებითი მომენტები,რომელიც სტატისტიკაში არ სჩანს და მეათე მეთორმეტე ადგილებიც ამის დამსახურებაა.ასე რომ ერთი წელი მალე გაივლის და მომავლის იმედი ვიქონიოთ.,თუ რა თქმა უნდა სტივ კერი მანამდე არ აირჩევს ზაზას სათადარიგო ხუთეულში.მე კი ჩემის მხრივ გავიმეორებ მრავალჯერ ნათქვამს,ზაზა კიდევ მოუმატებს.
სოსო
20 იანვარი 2017 10:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული