NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

AutoSharing Option
20 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა. სამწუხაროდ, არ გამართლდა ქართველი გულშემატკივრის იმედი - სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.

გულშემატკივართა 1
528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთი კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.

იხილეთ ინგლისური ვერსია - 2017 NBA All-Star Game Starters Announced
მკითხველის კომენტარები / 24 /



ზაზკა ჩვენ ერს ყველას გვიყვარხარ !
გული არ გაიტეხოოოოოო !
იმაზე მეტი მაგ ,,ოლ'სტარში'' არ არის რაც ჩვენს გულებშია შენს მიმართ !!!

,,გაუმარჯოს'' უსამართლო ამერიკას !
მაგათი DDDDDDDDDD . . .


J A G A
20 იანვარი 2017 10:28
0
ძალიან კარგია რომ მთელმა ერმა დაუჭირა მხარი ზაზას, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ.

ვინც საღი გონებით უდგებოდა საკითხს და ერკვეოდა გარკვეულწილად მაინც, უნდა სცოდნოდა რომ ზაზას შანსი არ ჰქონდა ფაქტიურად, მე 10-ე და 12-ე ადგილიც გამიკვირდა, 30-ეს წინასწარმეტყველებდნენ.
Mindia
20 იანვარი 2017 09:50
0
ვფიქრობ ყოველ წელს იგივე შედეგი უნდა დავდოთ და ყელში უნდა ამოვუყვანოთ ზაზას არ თამაში!!!
Fsiuuu
20 იანვარი 2017 09:12
0
კარგია, რომ, ზაზამ 1,5 მლნ ხმა აიღო! ეს ენტონი დევისი რომელი ბილ რასელი, ან შაკია, ჟურნალისტებმა მასზე ვენები რომ გადაიჭრეს? ალბათ კანის ფერმა გადაუწყვიტა
_+*
20 იანვარი 2017 06:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული