შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.
გულშემატკივართა 1
გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:
აღმოსავლეთი კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.
დასავლეთი კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.
"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.
იხილეთ ინგლისური ვერსია - 2017 NBA All-Star Game Starters Announced
დავამატებდი კიდევ : ეს არის ზაზას და მთლიანად საქართველოს გამარჯვება .
ყველას ვუსვამდი შეკითხვას: რა უნდა ოლ სტარში ისეთი საკალათბურთო უნარებისა და სტატისტიკის მქონე კალათბურთელს, როგორიც ფაჩულიაა მეთქი.
პასუხები ძალიან აბსტრაქტული იყო... აი ისეთი, ქართულ სუფრას რომ დაამშვენებდა 10-12 ჭიქის შემდეგ )))))))))
თუმცა ვფიქრობ რომ სწორედ ახლა გვაქვს შანსი. ამერიკელებმა უბრალოდ სასტარტო ხუთეული არ "წაბილწეს", თორემ სათადარიგოებში ადრეც ყოფილან შედარებით არავარსკვლავური მოთამაშეები.