დღეს, გამთენიისას ოკლენდელებმა "შარლოტი" ბოლო პერიოდში გატეხეს და სეზონის 39-ე გამარჯვება მოიპოვეს.
ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 13 წუთით გამოჩნდა. სხვათა შორის, არც "შარლოტის" ცენტრებს უთამაშით ხანგრძლივად. როი ჰიბერტმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, ფრენკ კამინსკიმ კი - 18. ორივემ ჯამში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
რაც შეეხება ფაჩულიას, ზაზამ თამაშიდან მხოლოდ ერთხელ, უშედეგოდ შეუტია, თუმცა 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 2
საუკეთესო კევინ დურანტი გახდა 33 ქულით, რომლის აქტიურობითაც ოკლენდელებმა დასკვნითი პერიოდი 38:22 მოიგეს და საბოლოოდ მეტოქე 113:103 დაამარცხეს.
39 მოგებითა და 7 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 29 იანვარს, ოკლენდში, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით