ზაზა ფაჩულიას 14 ქულა, 4 ჩაჭრა და გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" პორტლენდში ბეწვის ხიდზე გაიარა. ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქების გუნდების დერბი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 2 ქულის სხვაობით - 113:111 დასრულდა. ოკლენდელებმა მოახერხეს გამარჯვება და ლიგის ლიდერობა გაიმყარეს.

თუმცა ბოლო წამზე სტუმრები მარცხს გადაურჩნენ. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე "გოლდენ სტეიტი" 2 ქულით იგებდა და ბურთი საკუთარი ფარის ქვეშიდან შემოჰქონდა, როცა კევინ დურანტმა ბურთის მიღების მიზნით მეტოქე აკრძალული ხერხით მოიშორა. ოკლენდელთა ლიდერი დააჯარიმეს და ბურთი პორტლენდელებს გადასცეს. ევან ტერნერმა პოტენციურად გამარჯვების სამქულიანი სულ მარტომ ესროლა, მაგრამ
ააცილა. დამატებაზე ვერ ივარგა ვერც მეისონ პლამლიმ და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

ზაზა ფაჩულიასთვის ეს გახლდათ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი. ქართველმა ცენტრმა 23.30 წუთი ითამაშა და 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ფაჩულიასთვის სეზონის რიგით მეორე შედეგია (საუკეთესო კი 15-ია), ხოლო 4 ჩაჭრა სეზონის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

არ უთამაშია ოკლენდელთა ერთ-ერთ ლიდერ სტეფ კარის, რომელიც გაციებულია და სეზონში პირველი შეხვედრა გამოტოვა. ფაჩულიაზე მეტი ქულა კი გოლდენსტეიტელთაგან მხოლოდ კევინ დურანტმა (33) და კლეი ტომპსონმა (27) მოაგროვეს. რაც შეეხებათ პორტლენდელებს, საუკეთესო შედეგი, 28 ქულა, სიჯეი მაკოლუმმა დააფიქსირა. 19 ქულას დასჯერდა დამიენ ლილარდი, პლუმლიმ კი 15 ქულას და 11 მოხსნას უწია.
იხილეთ ვიდეო: პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 111:113
Sportall.Ge

41 მოგებითა და 7 მარცხით "გოლდენ სტეიტს" ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. 2 თებერვალს ფაჩულიას გუნდი "შარლოტ ჰორნეთსს" ჩვენი დროით 07:30 საათზე უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოკლედ როცა გუნდს უჭირს ზაზაში ტორნადო იღვიძებს
თემო
13:13 30-01-2017
0
კარგი ხარ უფრო მეტიც შეგიძლია აბა შენ იცი
nykri
14:01 30-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული