დურანტი სამმაგ დუბლთან ახლოს - "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსს" ისევ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
3 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "კლიპერსს" ესტუმრა და ანგარიშით 133:120 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. მისი დაბრუნება მოედანზე 11 თებერვალს, "მემფისთან" არის მოსალოდნელი.

ზაზას არყოფნაში მისი ადგილი სასტარტო ხუთეულში ჯავალ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც მოედანზე 15 წუთი გაატარა, რომლის განმავლობაში 11 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა ბლეიკ გრიფინმა დააგროვა, ხოლო სტეფ კარიმ 29 ქულა მიითვალა, რასაც 11 პასიც მიამატა. ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა კევინ დურანტმა, რომელმაც 26 ქულა, 11
პასი და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 21 ქულაა.

43 მოგებითა და 7 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ უპირობო ლიდერია NBA-ში. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 5 თებერვალს სტუმრად "საკრამენტოსთან", ჩვენი დროით დილის 07:30 საათზე გამართავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ვაშინგტონი-ლეიკერსი 116:108
ჰიუსტონი-ატლანტა 108:113
სან ანტონიო-ფილადელფია 102:86
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული