ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
12 თებერვალს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომას" ესტუმრა და ანგარიშით 130:114 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ტრავმის გამო კვლავ ვერ ეხმარება თავის გუნდს. შესაძლოა ფაჩულია NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შემდეგ დაუბრუნდეს მოედანს.

ზაზას არ ყოფნაში, მისი ადგილი სასტარტოში ჯავალ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც მოედანზე 29 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 16 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 47 ქულა რასელ ვესტბრუკმა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა და 8 პასიც მიამატა.

ოკლენდელებში ყველაზე მეტი 34 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, სტეფ კარიმ
და კლეი ტომსპონმა კი 26-26 ქულა მიითვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

46 მოგებითა და 8 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ უპირობო ლიდერია მთელ NBA-ში. ზაზა ფაჩულიას გუნდი მორიგ შეხვედრას 14 თებერვალს ჩვენი დროით 06:00 საათზე სტუმრად "დენვერთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-კლიპერსი 102:107
ინდიანა-მილუოკი 100:116
კლივლენდი-დენვერი 125:109
ფილადელფია-მაიამი 117:109
დალასი-ორლანდო 112:80
ჰიუსტონი-ფენიქსი 133:102
იუტა-ბოსტონი 104:112
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ, დურანტი სასწაული ნერვების პატრონი ყოფილა, ოკლაჰომას მთელმა გუნდმა და დარბაზში მყოფმა ოკლაჰომას გულშემატკივრებმა მთელი თამაშის განმავლობაში უწყვეტი ფიზიკური და მორალური პრესი მოუწყეს მას, მაგრამ მაინც მოახერხა 34 ქულის აღება.
ზაზაც რომ დამატებოდა დურანტს, ეს ვარიორებისთვის ბართლომეს ღამე იქნებოდა ოკლაჰომაში ვესტბრუკისა და მისი ფანების შესრულებით, კერიმ სპეციალურად, ომი რომ არ მომხდარიყო და ისიც რომ არ გაელინჩად ოკლაჰომელებს, მაგიტომ დამატებით დაასვენა და არ ათამაშა ზაზა ბოლო ორი თამაში.
tanto
17:49 12-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული