"ეს არ მოხდება ჩვენი ინიციატივით, თუმცა სატელეფონო ზარებს ვუპასუხებთ და ჩვენთვის საინტერესო წინადადებებს განვიხილავთ. ეს, ალბათ, უფრო სამგუნდიან გაცვლაში მონაწილეობა თუ იქნება", - განაცხადა ჰარისმა.
ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ, რომ "გოლდენ სტეიტი" ტრეიდს განახორციელებდა, რადგან ორი "მაღალი" - ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი ტრავმირებულები არიან, თუმცა ჰარისმა აღნიშნა, რომ ეს უკეთესიცაა გუნდისთვის, რადგან სხვა
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია და გუნდს 24 თებერვალს, "კლიპერსთან" საშინაო მატჩში დაუბრუნდება. ქართველის გუნდი 46-9 შედეგით NBA-ს რეგულარულ სეზონში პირველ ადგილზეა.